კალათბურთი

1:56 | 22.01.2014 | ნანახია 1917 - ჯერ

ფაჩულია “ოლ სტარამდე” დაბრუნდება

საქართველოს ეროვნული ნაკრების და “მილუოკი ბაქსის” ცენტრი ზაზა ფაჩულია მოედანს 2014 წლის “ყველა ვარსკვლავთა მატჩამდე” უნდა დაუბრუნდეს. აღნიშნულ ინფორმაციას მილუოკური გამოცემა Journal sentinel-ი ავრცელებს.

როგორც პუბლიკაციაში ნათქვამი, ქართველი კალათბურთელი ჯერ კვლავაც ტრავმას იშუშებს, თუმცა, ყველაფერი გეგმისამებრ მიდის და თუკი გაუთვალისწინებელი არ მოხდა, “ოლ სტარამდე” საქმეში უნდა ვიხილოთ.

მომავალი “ყველა ვარსკვლავთა” მატჩი 16 თებერვალს ნიუ ორლეანში გახლავთ დაგეგმილი. შეგახსენებთ, რომ ფაჩულია 4 დეკემბერს “დეტროიტ პისტონზთან” მატჩში დაშავდა და მას მერე არ უთამაშია, ამდენად, ორთვიანი იძულებითი პაუზა ნამდვილად გამოუვა.

ამ დროისთვის, “ბაქსს” 40 მატჩში მხოლოდ 7 გამარჯვება გააჩნია და მთელს ეროვნულ საკალათბურთო ასოციაციაში (NBA) უარეს გუნდად რჩება. მილუოკელებს მომდევნო შეხვედრა 23 იანვარს შინ სწორედ ხსენებული “დეტროიტის” წინააღმდეგ ელით.


კომენტარები (5)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

16:26 | 22.01.2014
chikovansky91 (2776)

joa
რუდი გეი არ გაიშვა არსად ,აი კევინს კი ქება და ქება ჩემსგან

14:20 | 22.01.2014
Kala94 (6114)

წარმატებები ზაზა !

09:56 | 22.01.2014
braziliano84 (1301)

წარმატებები ზაზა,მალე გამოჯანმრთელდი...

09:45 | 22.01.2014
joa (1081)

საშუაელი რა ქონდა ტო, თამაშობდა გუნდში სადაც ნორმალურ დროს აძლევდნენ და პლიუს გუნდში რომელიც ბოლო სეზონებია პლეიოფს არ მაზავს , წელსაც ატლანტა ბეზ პიტი მინუტ პლეიფოის გუნდია და მილიუკი ვაფშე გუნდი არის ?

დურანტულას მორიგი შედევრი დღეს დილით პორტლენდი პირ ღია დატოვა ))

რუდი გეი რა ამბავშია ?

08:43 | 22.01.2014
cesare (843)

ვიძახდით გადავა მილუოკშიო და იქნება ეშVელოსო მარა ეხლა აქ ტრამვებმა შეაწუხა ,მოკლედ არაა ამის საშველი

13:55 | 22.01.2014
მტკიცე მუხლით გვიეწევს ბრძოლა დღეს ვინ იგებს? ბარსელ........:D (1902)

საშველი მაშინ უნდა თქვა 40-7ზე რო ექნება და არა პირიქით სამი ზაზაც კი ვერ უშველის

0.132356