კალათბურთი

22:25 | 5.12.2013 | ნანახია [] - ჯერ

ფაჩულია “დეტროიტთან” მატჩში დაშავდა

როგორც უკვე ვიუწყებოდით, დღეს დილით “დეტროიტთან პისტონზთან” წაგებულ (98:105) შეხვედრაში ზაზა ფაჩულიამ მოედანზე მხოლოდ 6 წუთი გაატარა, რისი მიზეზიც მარჯვენა ფეხის ტრავმა გახდა.

ქართველმა ცენტრმა მოედანი კოჭლობით დატოვა, თამაშის შემდეგ კი “მილუოკი ბაქსის” მთავარმა მწვრთნელმა ლარი დრიუმ განაცხადა, რომ ზაზას ტრავმა გასულ თამაშამდეც აწუხებდა.

მოსალოდნელია, რომ ფაჩულია მილუოკელთა უახლოეს მატჩებს გამოტოვებს, მის არყოფნაში კი ცენტრის პოზიციაზე მთავარი დატვირთვა ჯონ ჰენსონზე გადავა.

0.118713