14 მარტის დილას მოედანზე ეროვნულ საკალათბურთო ასოციაციაში მოთამაშე ორივე ქართველი ლეგიონერი ვიხილეთ, რაც მიმდინარე სეზონში ხშირად ნამდვილად არ ხდება. ზაზა ფაჩულიას “მილუოკი ბაქსმა” ატლანტაში “ჰოუქსთან” 97:102 წააგო, ხოლო თორნიკე შენგელიას “ჩიკაგო ბულზმა” შინ “ჰიუსტონ როკიტსი” მოულოდნელად იოლად – 111:87 დაამარცხა.
ფაჩულიას ჯორჯიულ კლუბში არაერთი სეზონი აქვს გატარებული, ამდენად, გასაკვირი არ ყოფილა, რომ “ჰოუქსის” ქომაგები მას საკმაოდ თბილად შეხვდნენ და ყოფილმა თანაგუნდელებმაც დიდი სიყვარულით მოიკითხეს.
ქართველი ცენტრი ამჯერადაც სასტარტო ხუთეულში გამოჩნდა და 23:09 წუთში 4 ქულა, 5 მოხსნა, 1 პასი და 1 ჩაჭრა მიითვალა. ზაზამ 6-დან 2 ორქულიანი ჩააგდო, ბურთი 3-ჯერ დაკარგა, ერთხელ დაუფარეს და 2 პერსონალური ფოლი მიიღო.
აღსანიშნავია, რომ მატჩის უმეტესი ნაწილი წინ სწორედ ლიგის აუტსაიდერი “ბაქსი” გახლდათ, თუმცა, თამაშის მიწურულისკენ უპირატესობა მასპინძელთა მხარეს გადავიდა და კაილ კორვერის აქტიურობის (12 ქულა ბოლო მეოთხედში) წყალობით, “ჰოუქსმა” სეზონში 28-ე გამარჯვება იზეიმა.
ატლანტელთაგან 22 ქულით ყველაზე შედეგიანი ჯეფ ტიგი იყო, “მილუოკის” რიგებში კი ასეთივე მონაგარი ერსან ილიასოვას აღმოაჩნდა, რომელმაც 10 მოხსნაც მიითვალა და ორმაგი დუბლი შეასრულა. 20 ქულა ჰქონდა აქტივში “ბაქსის” კიდევ ერთ ლიდერ ბრენდონ ნაიტს.
ფაჩულიას კლუბმა 13 მოგების წილ 52-ე მარცხი მიითვალა და მთელს ლიგაში უარეს გუნდად რჩება. მილუოკელებს მომდევნო მატჩი კვირას სტუმრად “ნიუ იორკ ნიქსთან” ელით.
ამავე დღეს ძალებს “საკრამენტო კინგზთან” მოსინჯავს “ჩიკაგი ბულზი”, რომელმაც გასულ სათამაშო დღეს მშობლიურ “იუნაითედ სენთერში” დასავლეთ კონფერენციის ერთ-ერთი ლიდერი “ჰიუსტონ როკიტსი” შეარცხვინა – 111:87. პირველი ტაიმის შემდეგ მასპინძლები მხოლოდ 8 ქულის სხვაობით იგებდნენ, მე-3 მეოთხედში კი მეტოქისგან “ქვა ქვაზე აღარ დატოვეს” – 35:16.
მიუხედავად იმისა, რომ თამაშის ბედი საფინალო სირენამდე კარგა ხნით ადრე გადაწყვეტილი გახლდათ, ჩიკაგოელთა მთავარმა მწვრთნელმა ტომ ტიბოდომ თორნიკე შენგელია მხოლოდ დასკვნით 01:36 წუთს დაასაქმა. ამ დროში ქართველმა ფორვარდმა ერთადერთი შედეგიანი პასის განხორციელება მოასწრო, რომლის კვალადაც ტონი სნელმა ფარში ბურთი მოხდენილად ჩატენა. თოკოს პასივში 1 პერსონალური ფოლი იყო.
“ბულსმა” ამჯერადაც ჩინებული გუნდური თამაში აჩვენა. მასპინძელთაგან 10-ქულიან ზღვარს ერთბაშად ექვსმა კალათბურთელმა გადააბიჯა, ყველაზე შედეგიანი მაიკ დანლივი იყო 21 ქულით, ფრანგ ვარსკვლავ ჟოაკიმ ნოას კი მორიგ სამმაგ დუბლამდე 1 გადაცემა დააკლდა – 13 ქულა, 10 მოხსნა, 9 პასი.
საინტერესოა, რომ მოხსნებში ჩიკაგოელები ჰიუსტონელებს საგრძნობლად ჩამორჩნენ (39:49), თუმცა, მეტოქის 16 პასის საპირისპიროდ 35 (!) შედეგიანი გადაცემა მიითვალეს და 24-დან 14 სამქულიანი ჩააგდეს, რამაც თამაშის ბედი გადაწყვიტა.
“ბულსმა” 29 მარცხის წილ 36 გამარჯვება მოუგროვდა და ცენტრალურ დივიზიონში – მე-2, ხოლო მთელს აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-4 პოზიციაზე იმყოფება, თუმცა კი, მოგებების რაოდენობის მხრივ, უკვე მესამეადგილოსან “ტორონტო რეპტორზს” გაუტოლდა.
მილუოკი: ილიასოვა (22 ქ. 10 მ.), ნაიტი (20 ქ.), მიდლტონი (8 ქ.), უოლტერსი (7 ქ.), ფაჩულია (4 ქ.); ედრიენი (12 ქ.), ჰენსონი (12 ქ.), სეშნსი (7 ქ.), ანტეტოკოუნმპო (5 ქ.).
ჩიკაგო – ჰიუსტონი 111:87 (25:20, 25:22, 35:16, 26:29)
ჩიკაგო: დანლივი (21 ქ. 7 მ.), ჰაინრიხი (19 ქ.), ბუზერი (18 ქ. 7 მ.), ნოა (13 ქ. 10 მ. 9 პ.), ბატლერი (11 ქ.); ოგასტინი (13 ქ. 8 პ.), გიბსონი (5 ქ.), სნელი (4 ქ.), ფრედეტი (3 ქ.), მერფი (2 ქ.), მოჰამედი (2 ქ.), შენგელია.
ჰიუსტონი: ჰოვარდი (12 ქ. 10 მ. 4 დ.), ბევერლი (9 ქ.), ჰარდენი (8 ქ.), პარსონსი (2 ქ.), ჯონსი (2 ქ. 9 მ.); ლინი (21 ქ.), ჰემილტონი (12 ქ. 7 მ.), აშიკი (6 ქ.), გარსია (5 ქ.), კენანი (4 ქ.), კასპი (4 ქ.), მოტეიუნასი (2 ქ.).
ლეიკერსი: მიკსი (19 ქ.), გასოლი (14 ქ.), კელი (12 ქ. 6 პ.), ჯონსონი (10 ქ.), მარშალი (8 ქ. 6 პ.); ბეიზმორი (16 ქ. 7 მ.), ფარმარი (13 ქ.), ჰენრი (7 ქ.), საკრე (3 ქ.), ბრუკსი.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
ყასაბი მაგრამ მე მაგრად მევასებოდა ყველგან ჟIლკით თამაშOბდა
კიდევ ერთი ძველი თაობის იგროკი წავიდა : (
თავის ამპლუაში დაასრულა თამაში... მე ვთვლი რომ თავისი დროის ერთ ერთი საუკეთესო იყო თავის პოზიციაზე და ნამდვილი კაპიტანი თავისი ხასიათით... მთელი კარიერა გრანდებში და ძალიან მაღალ დონეზე იყო მუდამ.
მაგარი იყავი მარკ.
იეს xuligani ufroa kidia sxvisi janmrteloba ra mnish aq danit dachri tu patkatit 9gaushveb loginshi
ძაან მაგარი იყო თავის პოზიციაზე და რატო არ მოსწონდათ დღემდე ვერ ვხვდები
დამსახურებული კაპიტანი იყო მიუნხენში და ძალიან მაგარი მილანში
მანამდე ბარსელონაში და პსვ შიც მხეცი იყო
წაუზიდანა ვითომ?
არა ზიზუს გან განსხვავებით ამან წითელი ბარათით მთელი თავისი კარიერის აპოთეოზი გამოსახა
უხეშობა