კალათბურთი

18:02 | 4.03.2014 | ნანახია 1552 - ჯერ

ფაცაცია კარიერას "შსს აკადემიაში" აგრძელებს

საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრი, ფორვარდი ლევან ფაცაცია კარიერას სუპერლიგის ერთ-ერთ საუკეთესო გუნდ, ქვეყნის მოქმედ ჩემპიონ "შსს აკადემიაში" აგრძელებს.

ამის შესახებ "მსოფლიო სპორტს" "შსს აკადემიას" მთავარმა მწვრთნელმა არჩილ ჟღენტმა განუცხადა.

შეგახსენებთ, რომ ფაცაციამ 2013-14 წლების სეზონი საკალათბურთო უკრაინის ეროვნული ჩემპიონატის მონაწილე დნიპროძერჟინსკის "დნიპროაზოტში" დაიწყო, ფაცაციამ 2013 დეკემბრის მეორე ნახევარში მარჯვენა ხელის ერთ-ერთი თითი მოიტეხა და აქამდე მკურნალობდა.

როგორც უკვე აღვნიშნეთ, გამოჯანმრთელების შემდეგ ფაცაცია კარიერას "შსს აკადემიაში" აგრძელებს.


კომენტარები (2)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

21:34 | 04.03.2014
levani82 (41682)

ეს 3 დღის უკან ვიცოდი )

18:30 | 04.03.2014
sandrinio10 (1411)

ეტყობა უკრაინაში განვითარებული მოვლენების გამო. ერთი კანკავა გადავიდოდეს ინგლისში ან იტალიაში სათამაშოდ

23:26 | 04.03.2014
Becks23 (1117)

უკრაინაში მორჩა სეზონი უკვეე კალათბურთში და რაც შეეხება კანკავას კაი იქნება მართლაც როგადავიდეს მაგ ქვეყნიდან რომელიმეში

0.14098