ფეხბურთი

13:30 | 20.11.2013 | ნანახია [] - ჯერ

ფაბრეგასს კარიერის დასრულება “კამპ ნოუზე” სურს

კატალონიის “ბარსელონას” ნახევარმცველმა სესკ ფაბრეგასმა განაცხადა, რომ საფეხბურთო კარიერის დასრულება მის მშობლიურ კლუბში სურს და “კამპ ნოუს” დატოვებაზე არ ფიქრობს.

“კარიერის “ბარსელონაში” დასრულებაზე ყოველთვის ვოცნებობდი. მესმის, რომ ვარჯიშებზე მუხლჩაუხრელად ვარჯიში მმართებს, მაგრამ ჩემთვის ლურჯ-ბროწეულისფერი მაისურის ტარება ყველაზე მნიშვნელოვანია. ყოველთვის “ბარსელონას” დიდი ქომაგი ვიქნები”, - განუცხადა 26 წლის ნახევარმცველმა AS-ს.

ცნობისათვის, ფაბრეგასს კატალონიელებთან მოქმედი კონტრაქტი 2016 წლამდე აკავშირებს.

 

0.149445