ფეხბურთი

10:45 | 18.01.2014 | ნანახია [] - ჯერ

ფაბრეგასი “ოქროს ბურთის” თემამ დაღალა

 

“ბარსელონას” ნახევარმცველმა სესკ ფაბრეგასმა ერთ-ერთ ესპანურ გამოცემასთან ინტერვიუში მადრიდის “რეალის” პორტუგალიელ ნახევარმცველ კრიშტიანუ რონალდუს გასული წლის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელება მიულოცა და იმედი გამოთქვა, რომ “ოქროს ბურთის” თემა აქტუალობას მალე დაკარგავს.

“მოხარული ვარ, რომ ცერემონიალი, რომელსაც თან მძიმე დებატები ახლდა, უკვე უკანაა. კარგი იქნება, თუკი მხოლოდ ფეხბურთზე გადავერთვებით და “ოქროს ბურთზე” ფიქრს და საუბარს თავს დავანებებთ” – განაცხადა ფაბრეგასმა.

0.119137