კატალონიის “ბარსელონას” ნახევარმცველი სესკ ფაბრეგასი კლუბიდან მისი შესაძლო წასვლის შესახებ გავრცელებულ ჭორებს ეხმაურება და აცხადებს, რომ მხოლოდ მან იცის, რა მოხდება მომავალში.
“ჭორები? არ ვაქცევ ყურადღებას იმას, რას იტყვიან და დაწერენ ჩემზე. ერთადერთი ვარ, ვინც იცის, რა მელის მომავალში.” – ციტირებს ფაბრეგასის სიტყვებს Goal-ი.
ბოლო დროს გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ფაბრეგასის შეძენა “მილანსა” და ფეხბურთელის ყოფილ კლუბს, “არსენალს” სურთ.