ფეხბურთი

13:23 | 19.07.2013 | ნანახია 0 - ჯერ

ფაბრეგასი “მანჩესტერ იუნაიტედში” არ ითამაშებს

ესპანური სპორტული გამოცემების ცნობით, “ბარსელონას” ნახევარმცველ სესკ ფაბრეგასის “მანჩესტერ იუნაიტედში” გადასვლა საბოლოოდ გამოირიცხა.

მანჩესტერელთა სამწვრთნელო შტაბის ფაბრეგასით დაინტერესების თაობაზე ბოლო დროს ევროპულ ჟურნალ-გაზეთებში ძალიან ბევრი დაიწერა. ტრანსფერის განხორციელების პერსპექტივას წერტილი კატალონიური კლუბის ხელმძღვანელებმა დაუსვეს, განაცხადეს რა, რომ ფეხბურთელის გაშვებას არანაირი თანხის სანაცვლოდ არ გეგმავენ.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინანდელი ინფორმაციით “მანჩესტერ იუნაიტედი” მზად იყო, სესკ ფაბრეგასში 35 მილიონი ევრო გადაეხადა.



კომენტარები (2)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

23:38 | 10.12.2018
ogafa (10220)

წარმატებები

02:43 | 10.12.2018
Sport With pleasure (4571)

თვლს გადევნებთ გოგონებო წარმატებები' . )

0.063089