ფეხბურთი

16:54 | 27.11.2013 | ნანახია [] - ჯერ

ფაბრეგასი: “ჩვენი დღე არ იყო”

კატალონიის “ბარსელონას” ნახევარმცველმა სესკ ფაბრეგასმა, ამსტერდამის “აიაქსთან” მარცხის შემდეგ, აზრი უეფას ოფიციალურ საიტს გაუზიარა.

“ძალიან ბევრი სირბილი მოგვიწია. არასწორად მივუდექით საქმეს და ამიტომ დავმარცხით. ჩვენი დღე არ იყო. შესვენებაზე, ვცდილობდით, პანიკაში არ ჩავვარდნილიყავით და საქმის გამოსწორებაზე გვეზრუნა. მიუხედავად ამისა, მეორე ნახევარში თამაშის მიმდინარეობა ვერაფრით შევცვალეთ. ჩვენს თამაშს გამართლება არ აქვს. “ბარსას” პირობაზე, დაბალი დონის ფეხბურთი ვაჩვენეთ”, - განაცხადა ესპანელმა.

შეგახსენებთ, რომ “აიაქსმა” “ბარსელონას” 2:1 სძლია.

 

0.114189