“ბარსელონას” ნახევარმცველი სესკ ფარებგასი, ესპანეთის სამეფო თასზე გასამართი “ელ კლასიკოს” წინ, გოლის გატანის აუცილებლობაზე საუბრობს და აცხადებს, რომ თუ კატალონიელებმა შექმნილი მომენტები ვერ გამოიყენეს, ისინი ფინალს მიღმა დარჩებიან.
ნახევარფინალური ეტაპის პირველ მატჩში, მადრიდში, გუნდებმა 1:1 ითამაშეს, რაც იმას ნიშნავს, რომ განმეორებით შეხვედრაში, კატალონიელებს უგოლო ფრეც აწყობთ, მაგრამ ამაზე ფიქრიც არ სურს ფაბრეგასს.
“გოლის გატანა აუცილებელია. ამინდი თავად უნდა შევქმნათ და მას არ უნდა ველოდოთ.
თუ ბოლო შეხვედრას არ ჩავთვლით, ესპანეთის თასზე, “რეალთან” წარმატებით ვთამაშობდით.
პირველ მატჩში, ორბურთიანი უპირატესობის მოპოვება შეგვეძლო, მაგრამ შექმნილი მომენტების გამოყენება ვერ მოვახერხეთ. “კამპ ნოუზე”, ისევე უნდა ვითამაშოთ, მაგრამ შანსები გამოვიყენოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, ფინალს მიღმა დავრჩებით.” – აცხადებს ფაბრეგასი Barca TV-სთვის მიცემულ ინტერვიუში.
შეგახსენებთ, რომ ესპანეთის თასზე, “ბარსელონა” და “რეალი” ერთმანეთს 26 თებერვალს დაუპირისპირდებიან.