ძიუდო

16:02 | 17.03.2013 | ნანახია 0 - ჯერ

ევროტატამზე 9 ქართველი გავა

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე 9 სპორტსმენით გამოვა. თუკი ბოლო წლებში ევროპირველობის მონაწილე გუნდებს თითო წონით კატეგორიაში 2 სპორტსმენის გამოყვანა შეეძლოთ, ამჯერად ძიუდოს თავკაცებმა გადაწყვიტეს, მონაწილე ძიუდოისტთა რაოდენობა შეამცირონ.

ნაკრებების მთავარი მწვრთნელები 7 წონითი კატეგორიიდან ხუთში, ევროგანაცხადში მხოლოდ თითო შეგირდს შეიყვანენ, ხოლო ორ წონაში – ორ-ორს.

“ევროპის ჩემპიონატზე დასაყენებელი შემადგენლობა ნაწილობრივ გამოკვეთილია, მაგრამ ჯერ დაკონკრეტება ძალიან ადრეა. წინ კიდევ გველოდება მოსამზადებელი შეკრებები და ერთი საერთაშორისო ტურნირი – 30-31 მარტს სამსუნში გასამართ “დიდ პრიზზე” ძირითადად იმ კანდიდატებით დაკომპლექტებულ გუნდს ჩავიყვანთ, ვისაც ჯერ კიდევ დასამტკიცებელი აქვთ თავიანთი უპირატესობა. ამასთან, თურქულ ტატამზე ისეთი ძიუდოისტებიც გავლენ, სატურნირო გამოცდილება რომ აკლიათ. იმის თქმა კი, რომელ წონაში გამოვიყენებთ ორი ძიუდოისტის დაყენების უფლებას, ჯერ ძნელია” – უთხრა “მსოფლიო სპორტს” ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ირაკლი უზნაძემ.

ევროპის ჩემპიონატი 25-28 აპრილს, ბუდაპეშტში გაიმართება.


კომენტარები (3)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

11:34 | 20.08.2013
mismine (1900)

სულ მაინტერესებს ხოლმე სად ნახულობენ ესეთ ფეხბურთელებს

11:24 | 20.08.2013
kencho10 (128)

დინამოშიაო ცალი ფეხით D

11:23 | 20.08.2013
ბუკუკი (261)

არადა ერთ დროს გვატყუებდნენ დინამომ უნდა დაიმატოსო :X

0.063322