კალათბურთი

14:49 | 25.09.2014 | ნანახია [] - ჯერ

ევროთასის წილისყრა 29 სექტემბერს ჩატარდება

რანგით მე-2 ევროპული საკალათბურთო ტურნირის – ევროთასის წილისყრა 29 სექტემბერს ბარსელონაში შედგება. აღნიშნულის შესახებ შეჯიბრის ოფიციალური ვებ-გვერდი იუწყება.

წილისყრა ევროლიგის საკვალიფიკაციო რაუნდის დასრულებიდან 3 დღის თავზე ჩატარდება და მასში აღნიშნული მინი-ტურნირის 7 უიღბლოც ჩაერთვება. ისიც ვთქვათ, რომ გასული სეზონისგან განსხვავებით, ევროთასზე არა 48, არამედ – 36 კლუბი ითამაშებს.

ტურნირის პირველი ჯგუფური ეტაპის მატჩები სტარტს 14 ოქტომბერს აიღებს და 17 დეკემბრამდე გასტანს. 

თეგებიევროთასი
0.124694