კალათბურთი

16:08 | 5.08.2014 | ნანახია [] - ჯერ

„ევროსტეპი“ ლუგანოს ტურნირზე მიემგზავრება

სულ უფრო პოპულარული ხდება 3X3 კალათბურთი, რომელიც საქართველოშიც ფეხს იკიდებს. მიმდინარე წლის 9 აგვისტოს მსოფლიო ტურის ევროპული ზონის 16 საუკეთესო გუნდს შვეიცარიის ქალაქი ლუგანო უმასპინძლებს. მათ შორის „Tbilisi Challenge 2014”-ის გამარჯვებული „ევროსტეპი“ იქნება. ქართველი კალათბურთელები ლუგანოში 8 აგვისტოს გაემგზავრებიან.

ამის შესახებ „მსოფლიო სპორტს“ თბილისის კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ვეტერანმა კალათბურთელმა ვახტანგ ნაცვლიშვილმა განუცხადა.

შეგახსენებთ, რომ „ევროსტეპმა“ 3X3 კალათბურთში მსოფლიო ტურის ევროპული ზონის 16 საუკეთესო გუნდს შორის გამოსვლის უფლება იმის შემდეგ მოიპოვა, რაც თბილისში, თბილისის კალათბურთის ფედერაციის მიერ ორგანიზებული “Tbilisi Challenge 2014”-ის ტურნირი მოიგო. „ევროსტეპი“ ძირითადად სუპერლიგის მონაწილე შსს-ს კალათბურთელებითაა დაკომპლექტებული. ესენი არიან: მერაბ ბოქოლიშვილი, ილია ლონდარიძე და აკაკი ლომოური, გუნდის მეოთხე წევრია ზურაბ მაისურაძე, რომელიც, ამჟამად თუ არ ჩავთვლით „ევროსტეპს“, უკლუბოდაა დარჩენილი და არსად თამაშობს.

0.120469