სევილია-პორტუ (პირველი მატჩი 0:1)
ევროპის ლიგის 1/4-ფინალში ყველაზე დიდი ინტრიგა “სევილიასა” და “პორტუს” მატჩშია შემორჩენილი. პირველ შეხვედრაში, პორტუგალიელებმა ესპანელები 1:0 დაამარცხეს, რაც კარგი შედეგია, მაგრამ სიმშვიდის საფუძველს არ იძლევა.
“პორტუს” მიერ ესპანეთში ჩატარებული ბოლო მატჩები “სევილიას” გულშემატკივრებს ოპტიმიზმის საფუძველს აძლევს. პორტუგალიელებმა, ესპანურ გუნდებთან სტუმრად ჩატარებული უკანასკნელი 3 თამაში წააგეს, ხოლო ბოლო ორ მათგანში გოლი ვერ გაიტანეს.
“სევილია” და “პორტუ” ერთმანეთს აქამდეც შეხვედრიან. 2011 წელს, ევროპის ლიგის 1/16-ფინალში, პორტუგალიელებმა სტუმრად 2:1 მოიგეს, ხოლო შინ 0:1 წააგეს და ასპარეზობა განაგრძეს.
მატჩს ორივე გუნდი დანაკლისით ხვდება. მასპინძლებს კარიკო, ჩერიშევი, კრისტოფორო და მორენო არ ეყოლებათ, ხოლო სტუმრები ელტონს, ფერნანდოს, მარტინესსა და ბას მოისაკლისებენ.
სავარაუდო შემადგენლობები
სევილია (4-2-3-1): ვარასი, კოკე, ფასიო, პარეხა, ნავარო, მბია, იბორა, ტროხოვსკი, რაკიტიჩი, ვიტოლო, გამეირო.
პორტუ (4-3-3): ფაბიანუ, დანილო, რეიესი, მანგალა, სანდრო, ედუარდო, დეფური, ერერა, ვარელა, გილასი, კუარეჟმა.
მსაჯი: ჯანლუკა როკი (იტალია).
იუვენტუსი-ლიონი (პირველი მატჩი 1:0)
ტურნირის მთავარმა ფავორიტმა, “იუვენტუსმა”, პირველ მატჩში, დიდი უპირატესობა მოიპოვა. ანტონიო კონტეს გუნდმა “ლიონი” სტუმრად დაამარცხა, ანგარიშით 1:0. ეს, მიმდინარე ევროსეზონში, “ლიონის” პირველი საშინაო წაგება იყო.
იმისათვის, რომ “ლიონმა” შემდეგ ეტაპზე გააღწიოს, რემი გარდის გუნდმა “იუვენტუსის” ერთი წარმატებული სერია უნდა შეწყვიტოს. ტურინელებს ფრანგულ გუნდებთან საკუთარ კედლებში არასდროს წაუგიათ. “ბებერმა სინიორამ”, 8 თამაშიდან, 6 მოიგო და 2 ფრედ დაასრულა. დიდი ალბათობით, ეს ტრადიცია არც დღეს დაირღვევა.
“იუვენტუსი” ფრანგ სტუმრებს ტრავმირებული სიმონე პეპეს გარეშე ხვდება. საეჭვოა მოედანზე ვიდალისა და ბარძალის გამოჩენაც. “ლიონს” ბედიმო, ბენზია, გურკუფი და ლოპესი, ასევე სავარაუდოდ გრენიე და ფოფანა დააკლდებიან.
სავარაუდო შემადგენლობები
იუვენტუსი (3-5-2): ბუფონი, კასერესი, ბონუჩი, კიელინი, ისლა, მარკიზიო, პირლო, პოგბა, ასამოა, ტევესი, ოსვალდო.
ლიონი (4-3-1-2): ლოპესი, დაბო, კონე, ბისევაცი, ზეფანი, ფერი, გონალონი, მვუემბა, მალბრანკი, ლაკაზეტი, გომისი.
მსაჯი: ალბერტო უნდიანო მალიენკო (ესპანეთი).
ბენფიკა-ალკმაარი (პირველი მატჩი 1:0)
“იუვენტუსის” მსგავსად, პირველ მატჩში სტუმრად 1:0 მოიგო ტურნირის კიდევ ერთმა ფავორიტმა, პორტუგალიურმა “ბენფიკამ”. ლისაბონელებმა “ალკმაარი” დაამარცხეს და დღეს ისინი 1/2-ფინალის საგზურის გაფორმებას შეეცდებიან.
იმისათვის, რომ “ალკმაარი” შემდეგ ეტაპზე გავიდეს, ჰოლანდიელებს ლისაბონში მოგება მოუწევთ, “ბენფიკას” კი, საკუთარ კედლებში, ევროტურნირის ბოლო 11 თამაშში არ წაუგია. თავის მხრივ, სტუმრად კარგად თამაშობს “ალკმაარი”, რომელსაც ევროტურნირზე მეტოქის მოედანზე ჩატარებულ ბოლო 6 თამაშში წაგება არ აქვს.
სრული შემადგენლობით მოთამაშე “ბენფიკას” ჰოლანდიური გუნდი ტრავმირებული მარსელისისა და ბეერენსის გარეშე ეწვია.
სავარაუდო შემადგენლობები
ბენფიკა (4-4-2): ობლაკი, პერეირა, გარაი, ლუიზაო, სიკეირა, სილვიო, ამორიმი, პერესი, გაიტანი, როდრიგო, კარდოსო.
ალკმაარი (4-3-3): ესტებანი, იოჰანსონი, გაუელეი, ვიერგევერი, პოულსენი, გუდელი, ელმი, ორტისი, ბერგისი, იოჰანსონი, გუდმუნდსონი.
მსაჯი:L პაველ კრალოვეცი (ჩეხეთი).
ვალენსია-ბაზელი (პირველი მატჩი 0:3)
პირველ მატჩში “ბაზელთან” სენსაციურად განადგურების შემდეგ, “ვალენსია” ძალზე რთულ მდგომარეობაშია. “ღამურებს” მინიმუმ 3 ბურთის გატანა მართებთ, თან ისე, რომ საკუთარი კარი მშრალად შეინახონ.
ევროპის ლიგაზე (2009 წლიდან), ფლეი ოფის პირველი მატჩის შემდეგ არსებული 3-ბურთიანი ჩამორჩენა არავის გაუბათილებია. ევროტურნირების მთელი ისტორიის გათვალისწინებით კი, სტუმრად 0:3 წაგება შემდეგ ეტაპზე გასვლის მხოლოდ 6%-იან შანსს ტოვებს.
“ვალენსიას” “ბაზელთან” სადღეისოდ საჭირო ანგარიშით მოგების გამოცდილება უკვე აქვს. 2002 წელს, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე, ესპანელებმა, საკუთარ კედლებში, შვეიცარიელ სტუმრებს 6:2 მოუგეს. მე-2 თამაში 2:2 დასრულდა.
“ღამურებს” ტრავმირებული დიეგო ალვეში და ვიქტორ რუისი არ ეყოლება. კითხვის ნიშნის ქვეშ დგას რიკარდო კოშტასა და ფილიპ სენდეროსის თამაში. “ბაზელი” კი დისკვალიფიცირებულ მარეკ სუხის ვერ დაიხმარს.
სავარაუდო შემადგენლობებივა
ვალენსია (4-4-2): გუაიტა, პერეირა, სენდეროსი, მატიო, ბერნატი, ბარაგანი, პარეხო, კეიტა, ფედე, ვარგასი, ალკასერი.
ბაზელი (4-3-3): სომერი, დეგენი, შერი, საურო, ალიეი, ქსაკა, დიე, დიასი, დეგენი, დელგადო, შტოკერი.
მსაჯი: ვიქტორ კაშაი (უნგრეთი).