ზედიზედ მეორე მატჩია, "იუვენტუსი" ანდრეა პირლოს საჯარიმო დარტყმით იგებს. ასე მოხდა სერია ა-ში "ჯენოასთან" და ამჯერად, ევროპის ლიგაზე "ფიორენტინამ" იგემა სიმწარე. 71-ე წუთი იყო, "ბებერ ქალბატონს" გოლი ჰაერივით სჭირდებოდა და პირლომ ცოცხალ კედელს ბრწყინვალედ შემოატარა ბურთი. მისი გოლი მომგებიანი აღმოჩნდა. "იუვემ" შინ ნათამაშევი 1:1-ის შემდეგ, მაინც გაიკვლია გზა მეოთხედფინალისკენ. არ დაგვავიწყდეს, ევროპის ლიგის ფინალი ტურინში გაიმართება. დარჩენილ რვავე მონაწილეს თუ გადავხედავთ, თქმა არ უნდა – ანტონიო კონტეს გუნდი N1 ფავორიტია.
მიუხედავად გავარდნისა, აბა, ვინ იტყვის აუგს "პლზენზე". დუშან უჰრინის გუნდს ლიონში 1:4 ჰქონდა წაგებული, შინ კი პირწმინდად აჯობა მეტოქეს და 70-ე წუთზე სტანისლავ ტეცლს პენალტი რომ აეცილებინა, ვინ იცის, ბოლო წუთებში რა მოხდებოდა. ტეცლს რომ გაეტანა, 3:1 ხდებოდა ანგარიში და ჩეხები სენსაციას მიუახლოვდებოდნენ.
"ვალენსიამ" ბულგარეთშივე მოაგვარა საქმე და "მესტალიაზე" დიდად აღარ გამოიდო თავი: "ლუდოგორეცს" ერთადერთი გოლი ახალგაზრდა პაკო ალკასერმა გაუტანა ლამაზი თავურით.
გია გრიგალავას "ანჟიმ" ვერაფერი მოუხერხა ჰოლანდიურ "ალკმაარს". 0:0 და სხვათა შორის, ალკმაარელები ბოლო 8 წელიწადში მეოთხედ გავიდნენ ევროპის ლიგის მეოთხედფინალში, რაც ამ კლუბისთვის ურიგო შედეგი არაა. გრიგალავამ შეუცვლელად ითამაშა.
"ბენფიკამ" ბეწვის ხიდზე გაიარა – "ტოტენჰემთან" სტუმრად 3:1 მოგების შემდეგ, საშინაო მატჩშიც დაწინაურდა არგენტინელი ეზიკიელ გარაის გოლით, თუმცა ინტრიგა "გააცოცხლა" ბელგიელმა ნასერ ჩადლიმ, რომელმაც წუთნახევრიან მონაკვეთში ორი გოლი გაიტანა. 79-ე წუთზე 1:2 იყო და ლონდონელებს ერთი გოლიღა აკლდათ დამატებით დრომდე. ლენონსა და კეინს შეეძლოთ კიდეც გატანა, თუმცა ვერ მოახერხეს და ბოლოს ლისაბონელებმა გაათანაბრეს – ლიმამ პენალტი გამოიყენა. შარშანდელი ფინალისტი ტიტულისთვის ბრძოლას აგრძელებს.
"ნაპოლიმ" "პორტუსთან" იმდენი საგოლე მომენტი შექმნა, ერთ მატჩს კი არა, მთელ ტურნირს ეყოფოდა, მაგრამ რად გინდა – მხოლოდ ორი გამოიყენა. განსაკუთრებით სცოდავდა გონსალო იგუაინი და "პორტუმაც" მეორე ტაიმში თავისი გააკეთა: ამ თამაშის მშვენება იყო პორტუელი რიკარდო კვარეჟმას გოლი, რომელმაც საჯარიმოს მისადგომებთან ორი კაცი ბავშვივით მოატყუა, წინ შეიგდო ბურთი და ცხრიანში აუღებელი დაარტყა. საბოლოოდ 2:2 მორჩა და "პორტუ" მეოთხედფინალშია.
"ბაზელი" შარშანდელ გმირულ ამბებს წლეულსაც აგრძელებს. შინ ნათამაშევი 0:0-ის შემდეგ, გასვლაზე 2:1 აჯობა ავსტრიულ "ზალცბურგს". შედეგში გასაკვირი არაფერი იქნებოდა, რომ არა მატჩის მსვლელობა: მე-9 წუთზე "ბაზელი" კაცნაკლული დარჩა, ტაიმის შუაწელს გოლი გაუშვა და კიდევ ოთხჯერ სასწაულებრივად გადარჩა, მეორე ნახევარში კი 10 კაცით ორი უპასუხო გოლი გაუტანა მასპინძლებს. შეხსენებისთვის, "ბაზელი" შარშან ევროპის ლიგის ნახევარფინალამდე მივიდა.
და ბოლოს, ანდალუსიური დერბი. "სევილიამ" თანაქალაქელ "ბეტისთან" შინ წაგებული 0:2 გასვლაზე ხოსე ანტონიო რეიესისა და კარლოს ბაკას გოლებით ამოქაჩა, დამატებით დროში გადაიყვანა საქმე, სადაც გოლი არ გასულა და პენალტების სერია დაიწყო. პირველი პენალტი "სევილიამ" გააცუდა და თითქმის გამოუვალ სიტუაციაში იყო, თუმცა მაინც გაუმართლა – უფრო სწორედ, ბეტისელებმა, ნდაიემ და ნონომ აჩუქეს გამარჯვება: ძალიან უხეიროდ დაარტყეს.
ანჟი (რუსეთი)-ალკმაარი (ჰოლანდია) 0:0 – პირველი მატჩი 0:1
გაფრთხილება: გრიგალავა (43), სობოლევი (69), აგალაროვი (81), ალიევი (85) – ვუიტენსი (63).
გაძევება: მკრტჩიანი (90).
ბენფიკა (პორტუგალია) – ტოტენჰემი (ინგლისი) 2:2 – პირველი მატჩი 3:1
გოლები: 1:0 გარაი (34), 1:1, 1:2 ჩადლი (78, 79), 2:2 ლიმა (90 პენ).
გაფრთხილება: ლუიზაო (13), ენცო პერესი (89) – ნაუთონი (90).
ფიორენტინა (იტალია) –იუვენტუსი (იტალია) 0:1 – პირველი მატჩი 1:1
გოლი: 0:1 პირლო (71).
გაფრთხილება: გონსალო როდრიგესი (31,73), კუადრადო (55), ნეტო (90) – ვიდალი (50), ტევესი (90).
გაძევება: გონსალო როდრიგესი (73).
პლზენი (ჩეხეთი) – ლიონი (საფრანგეთი) 2:1 – პირველი მატჩი 1:4
გოლები: 0:1 გომისი (45), 1:1 კოლარი (60), 2:1 ტეცლი (62 პენ).
გამოუყენებელი პენალტი: ტეცლი (70).
გაფრთხილება: ლიმბერსკი (9), ჩისოვსკი (81) – ლოპესი (40), ბრიანდი (90).
ვალენსია (ესპანეთი) – ლუდოგორეცი (ბულგარეთი) 1:0 – პირველი მატჩი 3:0
გოლი: 1:0 პაკო ალკასერი (59).
გაფრთხილება: რუისი (13) – მოტი (26), მარსელინიო (38), კაისარა (40).
ბეტისი (ესპანეთი) – სევილია (ესპანეთი) 0:2 (პენალტებით 3:4) – პირველი მატჩი 2:0
გოლები: 0:1 რეიესი (20), 0:2 ბაკა (75).
გაფრთხილება: ნონო (31) – მბია (19), ფიგუერასი (45), კოკე (89), ფაციო (90), სამპეირო (105).
ნაპოლი (იტალია) – პორტუ (პორტუგალია) 2:2 – პირველი მატჩი 0:1
გოლები: 1:0 პანდევი (21), 1:1 გილასი (70), 1:2 კვარეჟმა (76), 2:2 საპატა (90).
გაფრთხილება: ენრიკე (52), ბეჰრამი (76) – ფერნანდო (90)
ზალცბურგი (ავსტრია) – ბაზელი (შვეიცარია) 1:2 – პირველი მატჩი 0:0
გოლები: 1:0 სორიანო (22), 1:1 შტრელერი (51), 1:2 საურო (60).
გაფრთხილება: ალანი (54, 86), როდნი (63), ლაიტგები (9) - შტრელერი (9), სიო (42), არლინი (53), დეგენი (88).
გაძევება: ალანი (86) – სუხი (9).
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
2 რამის წარმოდგენა ძნელი იყო ამ ცხოვრებაში 1)ბრაზილიას თუ ცენტრ ფორვარდის პრობლემა ექნებოდა 2)იტალიის ნაკრებისთვის და წამყვანი გუნდებისთვის დაცვა თუ პრობლემა იქნებოდა,ეს კიელინი მაგრად მომწონდა მაგრამ მაგრად აურია და მთავარი პრობლემა მასტი ხელებს ვერ აჩერებს,სულ არ ჭირდება ხშირად ხელის მიხმარება მაგრამ მეტოქეს მაინც ხელი უნდა მიარტყას ან ხელით დაიჭიროს და ეგ დიდ პრობლემას შეუქმნის ეგ ხელების ქნევა უაზროდ,რეალთან გააგდეს კიდეც
ბოლო წლებია ძააან ფალოს ფეხბურთს თამაშობს იუვენტუსი და მაგის ბრალია ჯგუფში დარჩენაც ჯერ კიდე ვინ იცის რა გველის ეხლაც ჯგუფიდან გავიდეთ ყველაზე დიდი იქაც ფაიზაღი სერიოზული თუ გაეძრო პირველით რო ვერ გავლენ იასნია, ისევ ეს ფალოსი თუ დარჩა ჩემპიონატს ვერ გავცდებით მაგრად მინდა ყველა გაძლიერდეს შემდეგ წელს არ უნდა მოიგოს უნამუსო ვიყო ყველას ვუბალეშიკებ ჩემპიონობაზე ვინც ითამაშებს მანდაც რო ვეღარ მოიგებენ მერე მაინც ქნან რამე
alexandro არ მგონია ვალენსიამ მოიგოს მაგრამ უფრო წინ სვლა შეუძლია გააჩნია ვინ შეხვდება
neko_neko ბევრ რამეში გეთანხმები და დაბლა დავწერე კიდეც ამ თამაშის ფონზე რასაც იუვე თამაშობს თუნდაც ბენფიკას ვერ მოუგებს ჩემი აზრით თამაშის ხარისხი თუ არ გამოასწორეს,მარტო ინდივიდუალური ოსტატობის ხარჯზე გადიან ფონს უმრავლესად,კომბინაცია,ბურთის კონტროლი,რგოლებეს შორის არაა კავშირი კარგი,დაცვა ქარავს ხშირად და ბევრ საგოლე მომენტებს აფუჭებენ
ბენფიკა მაგარი გუნდია წელს თუ გავიდა ფინალში უეჭველი დადებს უნდა მოიხსნას ფინალების წყევლა
კი უნდა მოიხსნან წყევლა თან დიდი მოტივაცია აქვთ,შარშან ყველა ტიტულის მოგების შანსი ჰქონდა და გადამწყვეტ დროს დაკარგა და წელს დიდი მოტივაცია აქვთ
რა იუვენტუსი მოიგებს რას უყურებთ საერთოდ ამ გუნდებიდან ეხლა ვინც გავიდა ყველაზე ფალოს ფეხბურთს იუვენტუსი თამაშობს, ბურთან მუშაობა და ფლობა არ იციან იმენა ცენტრში ბურთის გათამაშება არ შეუძლიათ ვაფშე ვერ შედიან თუ არ ჩააწოდეს, ფლანგები თუ დაკარგავს ბურთს იმენა კონტრაზე მითუმეტეს ამ ფალოს დაცვას საკაიფოდ იჭერენ, ვაფშე არ მაქვს იმედი რო ამას იუვენტუსი მოიგებს მითუმეტეს ჩმორი და ჩემპიონატზე დახამებული მწვრთნელის ხელში
პირლომ იმენა იხსნა იუვე საღოლ რა არადა ფიორე კარგად თამაშობდა გაგდებამდე მე რასაც ვუყურე კაროჩე მე ვინც მგონია რა
იუვე
ბენფიკა
პორტო
ვალენსია
სევილია ფავორიტები
ვითომ ვალენსია ვერაფერს იზავს??? ჩ/ლიგაზე გასვლა არამგონია მოახერხონ და უეფაზე შეეცდება წარმატების მიღწევას!
იუვე კი სახელით და წონით ნ1 ფავორიტია რადგან დიდი სახელის მქონე გუნდია მაგრამ მე ამ ტურნირის მომგებ გუნდებს შორის ბენფიკა მგონია უმთავრესი კანდიდატი,იუვე ამ 2 თამაშში რაც ითამაშა მაგ თამაშით ბენფიკას ვერ მოუგებს რადგან,გუნდს უჭირს მომენტების რეალიზება,იუვე ამ სეზონში უფრო ინდივიდუალური გაბრწყინებით გადის ფონს იქ ტევესი,პილო,პოგბა,ვიდალი ინდივიდუალური ოსტატობის ხარჯზე გააქვთ გოლები და ძან მცირე არის კომბინაციები რომელიც გოლით სრულდება და თუ არ გამოასწორა მომენტების რეალიზების პრობლემა არ მგონია ამ გუნდმა მოიგოს ეს ტურნირი
უეჭველი იუვე იგებს და გალათასარაისთან გავარდნაც დადგმული სპექტაკლი მგონია ეგენი ლიგას ვერ მოიგებდნენ ეგ ფაიზაღია და ევროპა ლიგის ფინალი მაინც მაგათ სტადიონზე ტარდება და სერია A_ს გარდა ევროპულ თასს შემატებენ მაინც ახალი სტადიონია
ქატო იქა,ფქვილი აქა მაინც დაწერე ხოლმე რა დადგმული სპექტაკლი,მინიმუმ 25 მილიონი დაკარგეს რომ ჩარჩნენ ჯგუფში და თუ უფრო წინ წავიდოდნენ ბევრად მეტი ზარალი აქვთ და ევროპა ლიგის მოგება კი ფინანსურად არაფერი არაა,ლიგის ჯგუფში ბევრად დიდი მაყუთი აქვს გუნდს ვიდრე ევრო ლიგის მოგებისას გაძლევენ,არცერთი გუნდი არ გაიგდებს თავს და ათეულობით მილიონს არ დაკარგავს ევრო ლიგის მოსაგებად და ჯერ მოახერხებს თუ არა ეგეც საკითხავია,ბენფიკა საკმაოდ ძლიერი გუნდია და პორტომაც ამოქაჩა ამიტომ იუვემ საგოლე მომენტების გამოყენება ისევ ასე თუ გააგრძელა პირლოს ჯარიმები არ უშველის
აჰა, მეც მაგ აზრზე ვარ, რომ ბენფიკა ფინალისტი იქნება ან პორტო მაინც. ორივემ ისეთი თამაში აჩვენა იუვეს ერთი თავით მაღლა დგომა დაამხეს
იმედია არც ერთი პორტუგალიური არ გავა ფინალში თორე გაგვაზწრებენ . თუმცა შენ ხო პორტუგალიელებს ბალეშიკობ
ქუარეჟმა რა გიჟი ხარ რატო დაინგრიე კარიერი შეჩემის გადანგრეულო :@ ნაპოლი შენი დამაარსებელს შე***ცი პორტოს ერთი თამაშიც ვერ მოუგო და ტორინოსთან გასვლაზე რაღას მოიგე თქვენი დედის სისხლი მო***ეხლა ხო დაველოდებოდი კლასიკოს კის თან დავაზღვევდი დპჯ-001 მართალი ხარ ძმაო მოსაკვეთია ნაპოლი ვაფშე ფეხბურთიდან!!!
კაროჩე რა ფეხბურთს მუღამს უკარგავენ ეს ტოტალიზატორები ნაპოლი იმენა დასაბრუნებელია სერია B-ში იქაა მისი ადგილი იმდენ თამაშს ყიდის დახვრიტა ხალხი პორტუგალიაშიც და იტალიაშიც გუშინ იმენა 3-0 ყველაზე ცოტა მეგონა
ან ზალცბურგს როგორ მიცეს 1.57 კუში მაგრად მიკვირს,რა გამოცდილება ზალცბურგს ისეთი აქ ბაზელს რო აჯობოს მითუმეტეს ბაზელი ყოველწელს ლიგას თამაშობს და იქიდან გამოვარდნილი ევროპა ლიგას წინა თამში სახლში ქონდა 3.4 კუშად,და ორივე თამაშში ნაპოლიმ გამიმაზა მე მაგათი ეს პიპიტა კი არა და პიტალო გამოდის და რეალში არ მაფასებდნენო დაიმიტო წავედიო და აქ მარადონას დონემდე უნდ ამისვლა მარადონა არა წიტაიშვილი
ქუარეჟმამ როგორ გაიფუჭა კარიერა, ჩემი აზრით რონალდოს დონის ფეხბურთი უნდა ეთამაშა,საუცარი ტექნიკის პატრონია
ვალენსიასსსსსსსს იმედი მაქ. ))
ხოოო . . ჯიგარი ხარრრ . .
)
ფორუმელებო თქვენი აზრი მაინტერესებს არის თუ არა იუვე ამ ტურნირის # 1 ფაორიტი?
ფაორიტი არის მარა ყოველთVის ვერ იგებს ფაორიტი ამ ტურნირსDDD
ჩემიაზრით იგივე სევილია ვალენსია ბენფიკა პორტოსაც კარგი შანსი აქვს მოგების
კომენტარი დაბლოკილია ცენზურის დაუცველობის გამო!
ადმინ რამ გაგაბოროტა რამხელა ტექსტი დავწერე სად იყო აქ ცენზურის დარღვევა, პახმელიაზე ხოარ ხარ?
ზალცბურგის დედა მოვ/....
პირლო გენია ხარ შეჩე მისაDDDDDDD
უმაგრესია
კვარეჟმას გოლი ძალიან მაგარი იყო
ეს
ცემპიონატი საერთოდ უნდა გააუქმონ საერთოდ მაგარი უაზრო ჩემპიონატია ნორმალურ მატჩს აქ ვერ ნახავ
რავიცი რავიცი. მაინც იქნებ ამოიქაჩOს რა. ჩვენ მანდაც ვერ გავდივართ
რატო ძმაო, ზოგი ისეთი თამაში მიდის ლიგაზე ჩატარებულ ბევრ მატჩს სჯობს, მით უმეტეს ჯგუფურ ეტაპზე
კენჭისყრის მერე, ხომ დავწერე პორტუგალიური კლუბები გავლენ-მეთქი. ერთ-ერთი ფინალშიც გავა, მგონი პორტოს ვიხილავთ . იუვეს კაი დღე არ დაადგება თუ რომელიმეს გადაეყარა
იუვემ თუ მოსაგებად ითამაშა გაიფენს სუყველას პორტუგალელებსაც და ესპანელებსაც, 10 თავით მაღლა დგას ყველა გუნდზე
რავიცი, გალათასარაიზეც ეგრე ამბობდნენ და გაფენილი ვინ გამოვიდა. ერთი თავით მაღლაც რომ იდგეს ან პორტუზე ან ბენფიკაზე კარგი იქნება
შენ განსხვავებას ვერ ხედავ გალათასარაის და იუვეს შორის?????? წელიწადში 1 ფეჩის ტრუბაც ისვრის გაუმართლა გალას და გავიდა რაღაცა გუნდია გამოჩნდა ჩელსისთან იმ ჩელსისთან რომელიც იუვემ აფორთხიალა და ჯგუფში ჩატოვა, ან პორტუს და ბენფიკას როგორ ადარებ იუვეს, გახსნის ხერხემალში ორივეს თუ მოინდომა, ეს იუვეა ძმაო ინტერი კი არადდდდდდდდდ
გალათასარაის მხოლოდ წელს გაუმართლა? ის ჩელსი სხვა იყო ძმაო, სხვათაშორის არც ისე დიდი ხანია გასული , რაც ჩელსიმ ლიგა მოიგო,იუვეს ეგ სიზმრადაც არ ღირსებია რა ხანია და მომავალშიც ეგეთი პირი უჩანს.კენჭისყრის შემდეგ ვნახოთ ვის შეერკინება, სადღაც მაინც გადაეყრება პორტუგალიურ კლუბს და ათი თავით მაღლა დგომა უპირობოდ განადგურებას ნიშნავს, ვნახოთ აბა, თუ შეძლებენ
ეს ევროპა ბეთის რეკლამა ყოველ წუთში რომ ვარდება ვერ ხვდებით რომ ხალხს აღიზიანებს?! მოაშორეთ რა უბედურება ნორმალურად ვერ წამიკითხავს სტატიები!
ბაზელის გასვლას 6.45 ქონდა კუში და ეგ დავსვი და ამ ნაპოლმა რა მიქნა ამ დედა მოდღნულმა
აუ ეს რეკლამის ფანჯარა მოაშორეთ რა ადრე ერთხელ ვკეცავდი და იხურებოდა, ეხლა ყველა გვერდზე ეგ გამოდის
ზალცბურგ შეეენი დედააააააააა მოვდღან მეეეე რა ქნეს ეს ტოოო
იტანონ 5-5 გოლი ეხლა ავსტრიის ჩემპიონატში 200 ქულით რო არიან წინ
აბაა ყველა ზალცბურგს გაიძახოდა გუშინ რამდენს გაუსხა წარმომიდგენია
ეე ნაპოლიიიი ნაპოლიი კარგიი რააა!! გაისად ლიგაზე უნდა მოუმატოო !! გუშინ კავანი რო ყოლოდა ნაპოლს გავიდოდა
ნაპოლის იმედნი მომენტი ქონდა და ვერ გამოიყენა, ღირსია რო გამოვარდა... იუვე აშკარა ფავორიტია დარჩენილი გუნდებიდან და თუ არაფერი იმაიმუნეს მოიგებენ კიდეც...
პიპიტა აიიი რა გინდა კაცურად წადი ძმურად გადახტი მტკვარში, 5 მომენტიდან ერთიც ვერ გამოიყენა. თავიდანვე ძაპატა უნდა დაეყენა. ამის დედა ვატირე ტო 28 სარტყულიდან მინიმუმ 8 უნდა გაეტანათ მე ასეთი რამ არ მინახავს, 2 ჯერ მოარტყეს კარში და შეაგდეს. რაფა აწი დასვი პიპიტა ზამენაზე მე მაგის დებილი დედა