ფეხბურთი

16:04 | 11.08.2013 | ნანახია [] - ჯერ

ევროპის ლიგა და ფინანსები – სად რამდენი...

უეფამ დაწვრილებითი ინფორმაცია გამოაქვეყნა ევროპის ლიგაზე მონაწილე კლუბებისთვის თანხის გადაცემის შესახებ. საერთო ჯამში, კლუბები 208,75 მილიონ ევროს მიიღებენ.

ჯგუფურ ეტაპზე მონაწილე თითიოეული კლუბი 1,3 მილიონი ევროთი გამდიდრდება. ცალკე, მოგებაზე  დაერიცხებათ 200 000, ხოლო ფრეზე – 100 000. ამასთან, ჯგუფიდან გასულებზე: პირველ ადგილზე გასულები 400 000-ს მიიღებენ, მეორეადგილოსნები კი, 200 000-ს.

1/16 ფინალში გასული გუნდები დამატებით 200 000 ევროს მიიღებენ, მერვედფინალში გასულები 350 000-ს, ¼მეოთხედფინალში გასულები 450 000-ს, ნახევარფინალისტები – 1 000 000-ს, ფინალისტი 2 500 000-ს, ხოლო თასის მფლობელი – 5 000 000-ს. ასე რომ, ლიგის მფლობელი 9,9 მილიონი ევროს მიიღებს.

ახლა იმ გუნდებზე, რომლებიც საკვალიფიკაციო ეტაპებს ვერ სცდებიან. ნებისმიერი მონაწილე 120 000 ევროს მიიღებს (მხოლოდ მონაწილეობისთვის, ეტაპიც რომ ვერ გაიაროს). მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე გასულ გუნდებს 130 000 დაერიცხებათ (მხოლოდ მონაწილეობისთვის, ეტაპიც რომ ვერ გაიაროს). მესამე ეტაპზე – 140 000 ევროს.

ახლა კი, როგორც იცით, პლეი ოფის მატჩები ახლოვდება და იქ გავარდნილი გუნდებიც კი 150 000-ს მიიღებენ.

შეხსენებისთვის, პლეი ოფში გორის “დილას” მეტოქე ვენის “რაპიდია”, ხოლო თბილისის “დინამოსი” – ლონდონის “ტოტენჰემი”. ახლა თავად განსაჯეთ, რამდენად დიდია ფინანსური მოგება ჯგუფში შესვლაზე. შესაძლოა, ეს არაფერია ბობოლა კლუბებისთვის, მაგრამ ქართულებისთვის დიდი თანხაა.

0.112851