სომხეთის დედაქალაქ ერევანში სტარტი აიღო ევროპის რიგით მე-15 ჩემპიონატმა ჭადრაკში. ასპარეზობის საპრიზო ფონდი 150 000 ევროს შეადგენს, საიდანაც ჩემპიონი 20 000 ევროს მიიღებს, მეორეადგილოსანი – 16 000-ს, ხოლო მესამეადგილოსანი – 14 000-ს.
შეჯიბრი შვეიცარული სისტემით 11 ტურად ტარდება. 90 წთ/40 სვლაზე + 30 წთ. პარტიის ბოლომდე + 30 წამიანი დამატებით პირველივე სვლიდან. ყაიმზე შეთანხმება აკრძალულია მეორმოცე სვლამდე.
ტურნირში 27 ქვეყნის 258 მოჭადრაკე ასპარეზობს. ევროპირველობის რეიტინგ-სიას ფრანგი ეტიენ ბაკრო (2739) ლიდერობს, ხოლო ქართული ჭადრაკის ლიდერი ბაადურ ჯობავა (2716) მეექვსე ნომრადაა განთესილი.
შეგახსენებთ, რომ ბაადური ორჯერ იყო ევროპის ჩემპიონატის პრიზიორი: ბრინჯაოს მედალი 2009
ისიც ვთქვათ, რომ ქართველთაგან ევროპის ჩემპიონის ტიტულს მხოლოდ ზურაბ აზმაიფარაშვილი ფლობდა. მან ეს გამარჯვება 2003
საქართველოს სახელით ევროპის მე-15 ინდივიდუალურ პირველობაზე ასპარეზობენ:
1. ბაადურ ჯობავა (2706; 26.11.1983)
2. ლევან ფანცულაია (2612; 26.02.1986)
3. ნანა ძაგნიძე (2546; 01.01.1987)
4. ლუკა პაიჭაძე (2544; 06.03.1991)
5. გიგა ყუფარაძე (2507; 23.08.1987)
6. გაიოზ ნიგალიძე (2494; 24.04.1989
7. სალომე მელია (2453; 14.04.198)
8. გია ბაღათუროვი (2408; 28.11.1964)
9. ივერი ჭიღლაძე (2380; 18.10.1984)
10. ირაკლი ბერაძე (2375; 18 02.02.1996)
11. მერი არაბიძე (2374; 25.02.1994)
12. ალექსანდრე ყაშაშვილი (2370; 02.09.1975)
13. ბაჩანა მორჩიაშვილი (2335; 17.05.1984)
14. გიორგი სიბაშვილი (2243; 08.04.1998)
15. ნოე თუთისანი (2137; 14.03.1998)
16. ნიკა ღვამბერია (2125; 01.01.1998)
17. ნატო იმნაძე (2100; 04.05.1996)
პირველ ტურში ქართველთაგან გამარჯვებები იზეიმეს ჯობავამ, ფანცულაიამ, ძაგნიძემ, პაიჭაძემ, ნიგალიძემ და არაბიძემ, ყუფარაძემ, ბაღათუროვმა, ყაშაშვილმა და სიბაშვილმა ყაიმები დააფიქსირეს, მელიამ, ჭიღლაძემ, ბერაძემ, მორჩიაშვილმა, თუთისანმა, ღვამბერიამ და იმნაძემ კი მარცხი განიცადეს.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია