ჭადრაკი

22:58 | 22.07.2013 | ნანახია [] - ჯერ

ევროპის ჩემპიონატზე 15 ქართველი მოჭადრაკე ითამაშებს

23 ივლისს სერბეთის დედაქალაქ ბელგრადში მდებარე სასტუმრო “მეტროპოლ პალასში” სტარტს აიღებს ევროპის ქალთა რიგით XIV ჩემპიონატი, რომელშიც ერთბაშად 15 ქართველი მოჭადრაკე ჩაებმება.

ესენი ნანა ძაგნიძე (2558), ბელა ხოტენაშვილი (2512), ლელა ჯავახიშვილი (2465), ნინო ხურციძე (2443), სალომე მელია (2428), სოფიკო გურამიშვილი (2421), ნინო ბაციაშვილი (2405), მაია ლომინეიშვილი (2351), მაკა ფურცელაძე (2349), სოფიო გვეტაძე (2341), მერი არაბიძე (2320), მირანდა მიქაძე (2314), ანა გავაშელი (2170), სოფიო ნიკოლაძე (2163) და მადონა ბოკუჩავა (2109) არიან.

ტურნირში მონაწილეობას მსოფლიოს წამყვანი მოჭადრაკე ქალებიც მიიღებენ: ანა მუზიჩუკი (სლოვენია, 2594), კატერინა ლაჰნო (უკრაინა, 2542), ტატიანა კოსინცევა (რუსეთი, 2528), პია კრამლინგი (შვედეთი, 2524), ვალენტინა გუნინა (რუსეთი, 2507), ვიქტორია ჩმილიტე (ლიტვა, 2497), ანტუანეტა სტეფანოვა (ბულგარეთი, 2497), ალექსანდრა კოსტენიუკი (რუსეთი, 2489)...

ევროპის ჩემპიონატზე სათამაშო დღეებია: 23, 24, 25, 26, 27, 28, 29 ივლისი და 1, 2, 3 აგვისტო; 30 ივლისს მონაწილეები დაისვენებენ, ხოლო თამაშები თბილისის დროით 17.30 წუთზე დაიწყება.

ევროპის რიგით XIV ჩემპიონატის საპრიზო ფონდი 60 000 ევროს შეადგენს, საიდანაც ჩემპიონი 10 500 ევროს მიიღებს, მეორე პოზიციაზე გასული – 8 250-ს, მესამეადგილოსანი 6 500 ევროთი დაჯილდოვდება, ჯამში კი თანხა ოც მოწინავე მოჭადრაკეზე გადანაწილდება.

0.136029