ჭადრაკი

16:07 | 27.09.2013 | ნანახია [] - ჯერ

ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე 27 ქართველი მოჭადრაკე ითამაშებს

28 სექტემბრიდან მონტენეგროს ქალაქ ბუდვაში სტარტს აიღებს ევროპის რიგით 23-ე ასაკობრივი ინდივიდუალური პირველობა. ხვალ ჩემპიონატის საზეიმო გახსნაა დაგეგმილი, 29 სექტემბერს ადგილობრივი დროით 15.00 საათზე კი პირველი ტურის პარტიები აიღებს სტარტს.

ტურნირზე 4 ოქტომბერი დასვენების დღედაა გამოცხადებული, ხოლო დასკვნითი ტური 8 ოქტომბერს გაიმართება. როგორც გოგონებში, ასევე ვაჟებში მოზარდები ერთმანეთს 8, 10, 12, 14, 16 და 18 წლამდე ასაკის  კატეგორიებში გაეჯიბრებიან.

საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის პრეს-სამსახურის ცნობით, ჩვენი ქვეყნის სახელით ევროპის ჩემპონატზე ითამაშებენ:                                    

ჭაბუკები:

8 წლამდე

ლევან დალბაშვილი, გიორგი ლომინაძე, დავით სიბაშვილი

10 წლამდე

აკაკი ღაჭავა, ნიკოლოზ  კაჭარავა, ნიკოლოზ კევლიშვილი

12 წლამდე

ნიკოლოზ პეტრიაშვილი, ლუკა ობოლაძე, მათე თოდაშვილი

14 წლამდე

გიორგი თავზარაშვილი

16 წლამდე

გიორგი სიბაშვილი, ნიკოლოზ ქუმსიაშვილი

18 წლამდე

ირაკლი ბერაძე, ალექსანდრე ებრალიძე

გოგონები:

8 წლამდე

დიანა ლომაია, ლილე გუმბერიძე, თამარ თასოშვილი

10 წლამდე

თამარ ესაძე

12 წლამდე

ლილე ქორიძე, სალომე სანიკიძე, ელენე კოსტავა

14 წლამდე

თეა ჭოლაძე, ნინო ჯალაღონია

16 წლამდე

მარიამ ჭოლაძე

18 წლამდე

ანა კუჭავა, ანა შამათავა, ნატო იმნაძე  

ქართველ ნორჩ მოჭადრაკეებს ევროპის ჩემპიონატზე კონსულტაციებს გაუწევენ და თამაშებისთვის მოამზადებენ საერთაშორისო ოსტატი ხვიჩა სუპატაშვილი, საერთაშორისო დიდოსტატი ლაშა ჯანჯღავა და ეროვნული ოსტატი ლევან ბახტაძე.

მოზარდების ასპარეზობას კოორდინირებას ჭადრაკის ფედერაციის გენერალური მდივანი აკაკი იაშვილი გაუწევს. ისიც ვთქვათ, რომ დელეგაციას საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტი გიორგი გიორგაძე უხელმძღვანელებს.

აღსანიშავია რომ, სხვადასხვა დროს საქართველოს ასაკობრივ კატეგორიებში არაერთი ევროპის ჩემპიონი ჰყოლია:

ჭაბუკთა შორის:

12 – ვალერიან გაფრინდაშვილი – 1993, 1994;

14 – გიორგი მარგველაშვილი – 2004, დავით ბენიძე – 2005;

18 – მიხეილ მჭედლიშვილი – 1997;

გოგონათა შორის:

10 – ნანა ძაგნიძე – 1997. ნაზი პაიკიძე – 2003, მერი არაბიძე – 2004;

12 – სოფიკო ტყეშელაშვილი – 1991, ანა მათნაძე – 1994, 1995; ნანა ძაგნიძე – 1999; ნაზი პაიკიძე – 2005; მერი არაბიძე – 2006;

14 – მაია ლომინეიშვილი – 1991; ანა მათნაძე – 1997; ლელა ჯავახიშვილი – 1998; ნაზი პაიკიძე – 2007; მერი არაბიძე – 2008;

16 – ანა მათნაძე – 1998, 1999; ნაზი პაიკიძე – 2008); მარიამ დანელია – 2010;

18 – ინგა ჭარხალაშვილი – 2001; სალომე მელია – 2004, 2005; ქეთი წაწალაშვილი – 2010;

ქართველი მოჭადრაკეებიდან ყველაზე მეტი  ევროპული ოქრო საერთაშორისო დიდოსტატ ანა მათნაძეს აქვს მოპოვებული. ანა ევროპის ჩემპიონის ტიტულს სხვადასხვა ასაკობრივ კატეგორიებში ხუთჯერ  ფლობდა: 1994, 1995, 1997, 1998 და 1999 წლებში.

0.119423