კალათბურთი

0:19 | 31.08.2014 | ნანახია [] - ჯერ

ევროპელთა დომინირებით

 

 ბერძნები და ლიტველები მსოფლიოს ჩემპიონატის სტარტზე ფავორიტები იყვნენ და როგორც ელადელებმა, ასევე ბალტიისპირელებმა მოლოდინი გაამართლეს. საბერძნეთმა სენეგალი დატოვა უშანსოდ, ლიტველებმა კი მექსიკას მოუგეს.

ფოტის კაციკარისის გაწვრთნილმა ელადელებმა აფრიკელებთან გადამწყვეტ უპირატესობას პირველ ტაიმში მიაღწიეს, დიდ შესვენებაზე 28 ქულიანი ჰანდიკაპით გავიდნენ (აფრიკელებმა 2 პერიოდში მხოლოდ 17 ქულას მოუყარეს თავი) და დარჩენილი მეოთხედები ფორმალობად აქციეს. გამარჯვებულთაგან საუკეთესო კაიმაკოგლუ გახლდათ - მან 20 ქულას 8 მოხსნა მიამატა.

ლიტვასა და მექსიკის დაპირისპირებას რაც შეეხება, ამერიკის კონტინენტის წარმომადგენლებმა მატჩი კარგად დაიწყეს და პირველი პერიოდი მოიგეს კიდეც. მაგრამ ჯერ კიდევ დიდ შესვენებამდე იონას კაზლაუსკასის შეგირდებმა წინ გაჭრა მოახერხეს და მატჩიც ლოგიკურ დასასრულამდე მიიყვანეს. მატჩის ყველაზე შედეგიანი მოთამაშე მექსიკელი ფრანსისკო კრუსი იყო 21 ქულით (მის აქტივში 4 შედეგიანი გადაცემაცაა), ევროპელთაგან ყველაზე მეტ ქულას თავი იონას მაჩიულისმა მოუყარა (19). ლიტველთაგან აღნიშვნის ღირსი ვალანჩუნასისა (17ქ, 5მ) და მოტეიუნასის (15ქ) თამაშიცაა. 

მსოფლიოს ჩემპიონატი კალათბურთში

სევილია. ჯგუფი B

საბერძნეთი – სენეგალი 87:64 (18:9, 27:8, 19:19, 23:28)

ჯგუფი D

ლას პალმასი. მექსიკა – ლიტვა 74:87 (27:22, 14:23, 12:22, 21:20)

 

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 6
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.088927