ძიუდოში 2014 წლის სეზონი ექსპერიმენტული ღონისძიებით იხსნება – ხვალ, რუსეთის ქალაქ ტიუმენში ერთმანეთს ევროპისა და აზიის ნაკრებები დაუპირისპირდებიან. მამაკაცებსა და ქალებში სიმბოლური შემადგენლობები ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციამ ჯერ კიდევ რამდენიმე კვირის წინ დაასახელა და მამაკაცთა ევროშვიდეულში საქართველოს ნაკრების სამი წევრი შეიყვანა: ავთანდილ ჭრიკიშვილი (81 კგ), ვარლამ ლიპარტელიანი (90 კგ) და ადამ ოქრუაშვილი (+100 კგ). ამ დღეებში კი შეჯიბრების მასპინძელთა საამებლად ოქრუაშვილი ალექსანდრ მიხაილინით ჩაანაცვლა, რომელიც ტიტულებით მართლაც ერთ-ერთი გამორჩეულია ევროპაში, მაგრამ მძიმეწონოსანთა ამჟამინდელ რეიტინგში მხოლოდ მე-20 ადგილს იკავებს და არათუ ბევრ ევროპელ ძიუდოისტს, ორ თანამემამულესაც ჩამორჩება.
მიხაილინის გარდა რუსეთის ნაკრებს მამაკაცთა ნაკრებში არსენ გალსტიანიც (60 კგ) ეყოლება, რომელიც უმსუბუქეს წონით კატეგორიაში მე-19 საფეხურზე დგას. ევროპულ განაცხადში ასევე მოხვდნენ უკრაინის სახელით მოჭიდავე გიორგი ზანთარაია (66 კგ) და ჰოლანდიელები: დექს ელმონი (73 კგ) და ჰენკ ხროლი (100 კგ).
რეგლამენტის თანახმად ევროპა და აზია ერთმანეთს ქალთა და მამაკაცთა შერეული გუნდებით დაუპირისპირდებიან. შესაბამისად, გამარჯვებული ორივე სქესის შვიდ-შვიდი წონის ჩაჭიდავების შემდეგ გამოვლინდება.
შეჯიბრების საპრიზო ფონდი 128 ათასი დოლარია და აქედან 100 ათასი მოგებულ ნაკრებს ერგება.
ევროპისა და აზიის სრულ შემადგენლობებს აქვე გთავაზობთ, სპორტსმენთა პირად რეიტინგებთან ერთად.
ევროპა
48 კგ – ალესია კუზნეცოვა (რუსეთი. 10)
60 კგ – არსენ გალსტიანი (რუსეთი. 19)
52 კგ – ანდრეა ჩიტუ (რუმინეთი. 5)
66 კგ – გიორგი ზანთარაია (უკრაინა. 10)
57 კგ – ტელმა მონტეირო (პორტუგალია. 9)
73 კგ – დექს ელმონი (ჰოლანდია. 5)
63 კგ – ანიჩქა ვან ემდენი (ჰოლანდია. 4)
81 კგ – ავთანდილ ჭრიკიშვილი (საქართველო. 1)
70 კგ – ლაურა ვარგას-კოხი (გერმანია. 3)
90 კგ – ვარლამ ლიპარტელიანი (საქართველო. 2)
78 კგ – აბიგელ იო (უნგრეთი. 2)
100 კგ – ჰენკ ხროლი (ჰოლანდია. 3)
+78 კგ – ლუსია პოლავდერი (სლოვენია. 4)
+100 კგ – ალექსანდრ მიხაილინი (რუსეთი. 20)
აზია
48 კგ – ურანცეცეგ მუნხბატი (მონღოლეთი. 2)
60 კგ – ნაოჰიშა ტაკატო (იაპონია. 1)
52 კგ – იუკი ჰაშიმოტო (იაპონია. 3)
66 კგ – აზამატ მუკანოვი (ყაზახეთი. 11)
57 კგ – სუმია დორიასურენი (მონღოლეთი. 4)
73 კგ – ჰაშბაატარ ცაგაანბაატარი (მონღოლეთი. 3)
63 კგ – კანა აბე (იაპონია. 3)
81 კგ – იახიო იმამოვი (უზბეკეთი. 4)
70 კგ – სეონგიონ კიმი (სამხრეთ კორეა. 5)
90 კგ – კიუ-ვონ ლი (სამხრეთ კორეა. 11)
78 კგ – გიონგ-მი ჟეონგი (სამხრეთ კორეა. 3)
100 კგ – სოიბ კურბონოვი (უზბეკეთი. 15)
+78 კგ – ჟუნგ იუნ ლი (სამხრეთ კორეა. 5)
+100 კგ – იური კრაკოვეცკი (ყირგიზეთი. 13)
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
ნაკრების შემადგენლობა პარიზის "დიდი მუზარადი"-სთვის: ამირან პაპინაშვილი, ლუხუმ ჩხვიმიანი (ორივე - 60), შალვა ქარდავა, გიორგი ქალდანი (66), ზებედა რეხვიაშვილი, ნუგზარ ტატალაშვილი (73), ავთანდილ ჭრიკიშვილი, უშანგი მარგიანი (81), ვალერი ლიპარტელიანი, ბექა ღვინიაშვილი (90), ნოდარ მეტრეველი, იოსებ მსხალაძე (100), ადამ ოქრუაშვილი, ლევან მატიაშვილი (+100).
შავდათუაშვილი ამ ტურნირს გამოტოვებს და დიუსელდორფში იჭიდავებს. თუშიშვილი კი ტაველურთან ერთად შეკრებაზე ნასვამი მივიდა და ორივე დისკვალიფიცირებულია.
ლიპარტელიანი მეფეა!!!
ეხლა პარიზია მთავარი. 7-9 თებერვალს იწყება. მაგარი ტურნირია.
კარგი ტურნირი იყო ძაან. იმედია თბილისის ტურნირზე ასნავნოის დააყენებს და ბევრი ოქრო გვექნება. ძაან პპრესტიჟული გახდა და ქულაც მეტი იქნება ასე რომ მანდ აღარ გამოგვადგება რა ცდები. ბიჭო რამდენი ტურნირია სადაც შეიძლება ახალგაზრდების გამოცდა. 90-შI რო არ დააყენოს ვარლამასთან ერთად ტაისონა მაგრად გამიტყდება
ევროპა როდის იწყება?
რა ევროპა. ევროპის ჩემპიონატს თუ გულისხმობ ზაფხულშია ძმა. თუ გაინტერესებს აქ ყველა ტურნირი წერია რომელი სადაა 2014 წელსstripslashes((strlen('http://www.eju.net/calendar')>0?' http://www.eju.net/calendar':' http://www.eju.net/calendar'))
სპასბა ბრატ
ვულოცავ ვარლამს და გიორგი ზანთარიას ამ გამარჯვებას,ჭრიკო შენ პირველი ხარ და მჯერა რომ წელს ევროპასა და მსოფლიოს ორივეს მუხლებზე დააჩოქებ.
წარმატებები ჩვენს "DREAM TEAMS"
ტურნის რაც შეეხება იყო რა,საპრიზო ფონდი იყო კარგი დანარჩენი არაფერი,სპორცმენი ერთ სხვატკას რომ იჭიდავებს აბ ის რა ტურნირია.თან ქალების და კაცების ერთად ითვლებოდა .არაფერი საინტერესო არ იყო,თბილისი ტურნი ჯობდა ხოლმე ამ დროს რო ტარდებოდა.საყურებლად საპრიზო მაგის ნახევარი რო ქვქონდესსსსს
ჭრიკიშვილი იუკოს აგებდა 5 წამი იყო დარჩენილი და მიახტა და იმიტომ წააგო იპონი.მნიშვნელოვან ტურნირზე რამდენიც შეხვდება იმდენი მოუგებს ჭრიკო
ჭრიკიშვილი რაღაც სუსტად გამოიყურებოდა. ვერ იყო ჯანზე
ძალიან კარგი ტურნირი იყო...გამახალისებეelი და სასიამოვნო მეგობრული ატმოსფერო სუფევდა
პირადად მე ტურნირი არ მომეწონა, ჩემი აზრით მომავალში შეიძლება აღარც ჩაატარონ
ვინ მოიგო? რა ანგარიშით?
ევროპამ მოიგო 10-5
10-4 ალე
ხო შემეშალა
ჭრიკიშვილის იპონით წაგება პირველად ვნახე..
შარშან პარიზის ტურნირის ფინალში ასევე იპონით წააგო მაგ იმამოვთან, თუმცა მსოფლიოს გუნდურში მოუგო იპონით (2 ვაზარი.
თუ ვაზარით?
არა 2 ვაზარი აუღო
ევროპამ გაინაღდა გამარჯვება
ვარლამამ მოიგო,ჭრიკომ წააგო
ზანთარაიამ იპონით მოიგო.
აღარ დაიწყო კაცო?
რაღაც დრო შეიცვალა აქ აჩვენებენ სამის ნახევარზე იწყება.
doubleza (1506)
აქ იქნება და 5 საათზე დაიწყება
0?'>http://212.227.28.227/live/index.php':'>http://212.227.28.227/live/index.php'))
სად შეიძლება უყუროდ და როდის?
2-ვე საიმედო გვყავს. მიდით ბიჭებო!
ორივე გაგვახარებს
იქნებ ვუყურო ხვალ.
წარმატებები ბიჭებო
მიდით ჭრიკი და ვარლამ დაანგრიეთ ეგენი
Dაბა რაა