კალათბურთი

21:46 | 23.02.2013 | ნანახია [] - ჯერ

ევროლიგის ტოპ 16-ის მე-8-ე ტურის საუკეთესო სამეული

პირველად ევროლიგის გათამაშების ისტორიაში, კვირის საუკეთესო მოთამაშედ ერთბაშად სამი კალათბურთელი აღიარეს. ტოპ 16-ის მე-8 ტურის MVP-ის ტიტულის მფლობელები გახდნენ თელ-ავივის "მაკაბის" ფორვარდი დევინ სმიტი, "პანათინაიკოსის" გამთამაშებელი როკო უკიჩი და "უნიკახას” ცენტრალური თავდამსხმელი ლუკა ჯორიჩი. ამის შესახებ იტყობინება ტურნირის ოფიციალური საიტი. სამივე კალთბურთელის მარგი ქმედების კოეფიციენტი +28 გახლდათ.
"მონტეპასკისთან" მატჩში (92:61) დევინ სმიტმა 19 ქულა, 8 მოხსნა და 4 შედეგიანი გადაცემა მოაგროვა.
"ჟალგირისთან" დაპირისპირებაში (78:73) როკო უკიჩის ანგარიშზე  21 ქულა, 4 მოხსნა და 6 შედეგიანი პასი გახლდათ.
"ბამბერგთან" მატჩში (68:65) ლუკა ჯორიჩმა საკუთარ გუნდს  26 ქულა და 5 მოხსნა მოუტანა.

0.117227