კალათბურთი

7:55 | 1.12.2013 | ნანახია [] - ჯერ

ევროლიგაში ნახბარი გამოარჩიეს

ესპანური “ბარსელონას” ფორვარდი ბოსტიან ნახბარი საკალათბურთო ევროლიგის მე-7 ტურის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ტურნირის ოფიციალური ვებ-გვერდი ავრცელებს.

გასულ მატჩში კატალონიელებმა სტამბულის “ფენერბაჰჩე” 94:81 დაამარცხეს, სლოვენიელმა კალათბურთელმა კი 23 ქულა, 9 მოხსნა, 1 პასი და დაფარება მიითვალა, რისი წყალობითაც სარგებლიანობის კოეფიციენტი 31-მდე აიყვანა.

ამ მხრივ საუკეთესო მაჩვენებელი (36) “მილანის” წევრ კიტ ლენგფორდს აღმოაჩნა, თუმცა, იტალიურმა კლუბმა ლიტვურ “ჟალგირისთან” 71:73 წააგო და ამერიკელის გარჯაც წყალში გადაყრილი აღმოჩნდა.

სარგებლიანობის კოეფიციენტი 28 ჰქონდათ ყუბანის “ლოკომოტივის” ფორვარდ დერიკ ბრაუნს და სიენას “მონტეპასკის” მცველ დანიელ ჰეკეტს. 

0.126493