"ხიმკის" ფინელი უკანახაზელი პეტერი კოპონენი ევროლიგის ტოპ-16-ის მე-12-ე ტურის საუკეთესო მოტამაშედ აღიარეს - იტყობინება ტურნირის ოფიციალური საიტი.
პარასკევს რუსულმა "ხიმკიმ" თურქული "ფენერბაჰჩე" გაანადგურა (99:76). კოპონენის მონაგარი კი 23 ქულა და 7 შედეგიანი გადაცემა გახლდათ. მისი მარგი ქმედების კოეფიციენტმა კი +35-ს უწია.
რეიტინგში მეორე ადგილზე კაუნასის "ჟალგირისის" ფორვარდი დარიუშ ლავრინოვიჩი გავიდა, მესამე საფეხური კი კოპონენის თანაგუნდელმა სერგეი მონიამ დაიკავა.