კალათბურთი

11:17 | 1.04.2013 | ნანახია [] - ჯერ

ევროლიგამ ნეითან ჯავაი გამოარჩია

"ბარსელონას" ავსტრალიელი ცენტრი ნეითან ჯავაი ევროლიგის ტოპ 16-ის მე-13-ე ტურის საუკეთესო მოთამაშედ აღიარეს”, - იტყობინება ტურნირის ოფიციალური საიტი.

პარასკევს კატალონიურმა საკალათბურთო გრანდმა გასვლაზე იტალიური "სიენა" 77:69 დაამარცხა. ჯავაის მონაგარი კი 22 ქულა, 12 მოხსნა და 2 დაფარება გახლდათ. მისმა მარგი ქმედების კოეფიციენტმა 34-ს უწია.

MVP-ის გამოკითხვაში მეორე ადგილი თელ-ავივის "მაკაბის" ფორვარდმა დევინ სმიტმა დაიკავა, ხოლო მესამე საფეხური "უნიკახას" უკანახაზელმა მარკუს უილიამსმა და "პანათინაიკოსის" ფორვარდმა იონას მაჩიულისმა გაიყვეს.

 

0.115423