კალათბურთი

21:23 | 7.04.2013 | ნანახია [] - ჯერ

ევროლიგამ კოსტას პაპანიკოლაუ გამოარჩია

 

ბერძნული "ოლიმპიაკოსის" ფორვარდი კოსტას პაპანიკოლაუ ევროლიგის ტოპ 16-ის მე-14-ე ტურის საუკეთსო მოთამაშედ აღიარეს - იტყობინება ტურნირის ოფიციალური საიტი.

ხუთშაბათს ბერძნულმა კლუბმა საკუთარ არენაზე რუსული '"ხიმკი" დაამარცხა 79:70, რისი წყალობითაც F ჯგუფში მეორე ადგილი დაიკავა და ევროლიგის მეოთხედფინალში გააღწია. მოგებულ შეხვედრაში პაპანიკოლაუმ 21 ქულა(6 სამქულიანი) და 12 მოხსნა დააგროვა, მისმა მარგი ქმედების კოეფიციენტამა კი + 37-ს უწია.

MVP-ის ტიტულისათვის ბრძოლაში მეორე ადგილი "კახა ლაბორალის"  მძიმე ფორვარდმა მაცეი ლამპემ დაიკავა, მესამე კი "ბარსელონას" ახალგაზრდა ვარსკვლავი ალექს აბრინესი გახლდათ.

 

0.122692