კალათბურთი

19:23 | 18.04.2013 | ნანახია [] - ჯერ

ევროლიგამ ჯეიმონ ლუკასი გამოარჩია

 

თურქული "ეფესის" უკანახაზელი ჯეიმონ ლუკასი ევროლიგის მეოთხედფინალური ეტაპის, პლეი ოფის მესამე მატჩების საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა - იტყობინება ტურნირის ოფიციალური საიტი.

მოქმედ ჩემპიონ "ოლიმპიაკოსთან" მოგებულ შეხვედრაში (83:72), ამერიკელმა ლეგიონერმა თავი 13 ქულით, 9 მოხსნით, 7 შედეგიანი პასით და 3 ჩაჭრით გამოიჩინა.

საუკეთესო ხუთეულის წევრები ასევე გახდნენ: ანტე ტომიჩი ("ბარსელონა"), კაილ ჰაინსი ("ოლიმპიაკოსი"), სემიხ ერდენი ("ეფესი") და შონ ჯეიმსი ("მაკაბი").

 

 

0.111305