ცნობილი გახდა იმ გუნდების ჩამონათვალი, რომლებიც ევროლიგის მომავალ სეზონში მიიღებენ მონაწილეობას. “უაილდ ქარდები” ერგოთ გერმანულ “ალბას”, სერბულ “ცრვენა ზვეზდას” და დებიუტანტ – იტალიურ “დინამო სასარის”. ევროლიგაში დებიუტი ექნებათ რუსულ “ნიჟნი ნოვგოროდს” და ლიტვურ “ნეპტუნასსაც”.
ევროლიგის მონაწილეთა ნუსხა ასე გამოიყურება
ესპანეთი: რეალი, ბარსელონა, ლაბორალ კუჩა, უნიკახა, ვალენსია.
თურქეთი: ფენერბაჰჩე, ანადოლუ ეფესი, გალათასარაი.
იტალია: მილანი, დინამო სასარი.
რუსეთი: ცსკა, ნიჟნი ნოვგოროდი.
საბერძნეთი: პანათინაიკოსი, ოლიმპიაკოსი.
გერმანია: ალბა, ბაიერნი.
ლიტვა: ჟალგირისი, ნეპტუნასი.
საფრანგეთი: ლიმოჟი.
ხორვატია: ცედევიტა.
სერბეთი: ცრვენა ზვეზდა.
ისრაელი: მაკაბი თელ-ავივი.
პოლონეთი: ტუროვი.
+კვალიფიკაციის გამარჯვებული.
კვალიფიკაციაში 8 გუნდი ითამაშებს: ასველი, სტრასბური (ორივე – საფრანგეთი), ნიმბურკი (ჩეხეთი), ჰაპოელ იერუსალიმი (ისრაელი), ლევსკი (ბულგარეთი), სტელმეტი (პოლონეთი), ოსტენდე (ბელგია), უნიქსი (რუსეთი).
აღნიშნულ 8 გუნდში “უაილდ ქარდის” მქონე ერთბაშად სამია: “ასველი”, “ჰაპოელი” და “უნიქსი”. საკვალიფიკაციო მატჩები სექტემბერში შედგება, მასპინძლად კი ბულგარეთის დედაქალაქი
ევროლიგის ძირითადი ეტაპის წილისყრა 10 ივლისს ბარსელონაში ჩატარდება.