ფეხბურთი

18:21 | 2.09.2014 | ნანახია [] - ჯერ

ევროკავშირის ქვეყნები ფიფასა და უეფაში რუსეთის წევრობის შეჩერებას ითხოვენ

უკრაინაში მიმდინარე მოვლენების გამო, ევროკავშირის ახალი სანქციები რუსეთის მიმართ, რომლებიც ამჟამად განიხილება, შესაძლოა სპორტულ ასპექტსაც შეეხოს. ევროკავშირის ზოგიერთმა ქვეყანამ სხვადასხვა საერთაშორისო ფედერაციაში რუსეთის წევრობის შეჩერება მოითხოვა, მათ შორის ფიფასა და უეფაშიც. ამის შესახებ ჩეხური მასმედია იუწყება.

თუ ახალი სანქციების პაკეტის ამ პუნქტს დაამტკიცებენ, მაშინ რუსული კლუბები ევროთასებზე ვერ ითამაშებენ, ხოლო ქვეყანა 2018 წელს მსოფლიო ჩემპიონატის ჩატარების უფლებას დაკარგავს.

“დიახ, ასეთი წინადადებები ნახსენებია. მათ შესაბამისად, რუსეთისთვის ტოპსპორტულ და კულტურულ ღონისძიებებში მონაწილეობის უფლების აკრძალვა განიხილება. ეს გადაწყვეტილება შესაძლოა მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატსაც შეეხოს, რომელიც რუსეთში უნდა ჩატარდეს” – განაცხადა ევროპულ საკითხებში სახელმწიფო მრჩეველმა ტომაშ პროუზამ.

აქვე გეტყვით, რომ ფიფა და უეფა თავად წყვეტენ რომელიმე ფედერაციისთვის წევრობის შეჩერების უფლებას. თუმცა, თუკი ევროკავშირი გადაწყვეტს რუსეთს სპორტული კუთხით სანქციები დაუწესოს, ხსენებული ორგანიზაციები დიდწილად ამგვარ პოზიციას გაიზიარებენ.

0.104326