ქართველი ქომაგები, რომლებიც 2013 წლის სექტემბერში დაგეგმილ საკალათბურთო ევროპის ჩემპიონატზე გამგზავრებას აპირებენ, ორშაბათს საღამოს განსაკუთრებით ყურადღებით უნდა იყვნენ. საქმე ის გახლავთ, რომ 1 ივლისის 19:00 საათიდან (თბილისის დროით) რეალიზაციაში გამოვა ევრობასკეტის პირველი რაუნდის მატჩის ბილეთები, სადაც საქართველოს ეროვნული ნაკრებიც ითამაშებს.
გულშემატკივრებს ბილეთების ყიდვა ამ ვებ-გვერდზე შეეძლებათ – http://www.eventim.si/en/ აქ კი ბილეთების ფასის და ადგილების შესახებ ინფორმაციას გაეცნობით - http://www.eurobasket2013.org/en/cid_8Xfg3jZMG1QuJnp6pnUWd3.pageID_l,49h2l7GO-rwHOSR6CmT2.compID_qMRZdYCZI6EoANOrUf9le2.season_2013.html
ბილეთები სამ კატეგორიადაა დაყოფილი და შესაბამისად, 15, 25 და 35 ევრო ღირს, თითოეულ ქომაგს კი მაქსიმუმ 4 ბილეთის ყიდვა შეეძლება. ცხადია, ჩვენი გულშემატკივრისთვის საინტერესო “ცელიე არენაა”, სადაც მატჩებს საქართველოს ეროვნული გუნდი ჩაატარებს.
შეგახსენებთ, რომ ქართველი კალათბურთელები პირველ შეხვედრას 4 სექტემბერს პოლონეთის წინააღმდეგ ჩაატარებენ, მომდევნო თამაშების კალენდარი კი ასეთია: 5 სექტემბერი – ხორვატია, 7 სექტემბერი – სლოვენია, 8 სექტემბერი – ჩეხეთი, 9 სექტემბერი – ესპანეთი.
ბარემ აქვე ვთქვათ, რომ ზემოაღნიშნულ საიტზე ჯერაც გაყიდვაშია მე-2 რაუნდის და საფლეიფო მატჩების ბილეთები გარდა ფინალური შეხვედრისა, რომლის ყველა ბილეთიც უკვე “დატაცებულია”. ცნობისთვის, ფინალზე ყველაზე იაფი ბილეთი 35 ევრო ღირს, უძვირესი კი – 180 ევრო.