კალათბურთი

15:54 | 18.03.2014 | ნანახია [] - ჯერ

ევრობასკეტის მასპინძლობის სურვილი საფრანგეთმაც გამოთქვა

უკრაინას, რომელიც ჯერ კიდევ 2015 წლის ევროპის ჩემპიონატის ოფიციალურ მასპინძლად ითვლება, მორიგი მოცილე გამოუჩნდა. შეგახსენებთ, რომ ქვეყანაში არსებული სიტუაციის გამო, უკრაინაში ტურნირის ჩატარება კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა, ამდენად, ევრობასკეტის სხვაგან გადატანა საკმაოდ რეალურია.

ამჯერად, შესაბამისი განცხადება საფრანგეთის კალათბურთის ფედერაციამ გააკეთა: “ფიბა-ევროპას ოფიციალურად უკვე მივმართე. ჩვენ ყველა შესაძლებლობა გვაქვს, რათა ევროპის ჩემპიონატისთვის სწრაფად და ხარისხიანად მოვემზადოთ”, - აღნიშნა ფედერაციის პრეზიდენტმა ჟან-პიერ სიუტამ.

შეგახსენებთ, რომ აქამდე ევროპის ჩემპიონატის მასპინძლობაში სხვადასხვა კუთხით ჩართვის (მათ შორის, ნაწილობრივ) სურვილი პოლონეთის, ჩეხეთის, ლიტვის, ლატვიის და სერბეთის კალათბურთის ფედერაციებმაც გამოთქვეს.

0.116188