კალათბურთი

15:54 | 23.07.2014 | ნანახია [] - ჯერ

ევრობასკეტი ხორვატებსაც უნდათ

ხორვატიის კალათბურთის ფედერაციამ გადაწყვიტა, რომ 2015 წლის ევროპის ჩემპიონატის ჩატარებაზე ოფიციალური განაცხადი გააკეთოს.

ხორვატთა გათვლებით, ევრობასკეტის მასპინძლობისთვის 9 მილიონი ევრო იქნება საჭირო, ქვეყნის მთავრობა კი მზადაა, აღნიშნულისთვის 5.5 მილიონი გაიღოს.

შეგახსენებთ, რომ ფიბა-ევროპამ მომავალი ტურნირის მასპინძლობის უფლება უკრაინას საომარი მოქმედებების გამო ჩამოართვა, ახალი მასპინძლის ვინაობა კი 30 სექტემბერს უნდა დასახელდეს.

ამ დროისთვის, პრეტენდენტა შორის 16 ქვეყანა მოიაზრება.

0.114614