2015 წლის ევროპის ჩემპიონატის ფინალური ეტაპი ერთბაშად ოთხ ქვეყანაში ჩატარდება. აღნიშნული გადაწყვეტილება მადრიდში გამართულ ფიბა-ევროპას სპეციალურ სხდომაზე იქნა მიღებული.
აღნიშნული ვერდიქტის თანახმად, საწყის ეტაპზე თითო-თითო ჯგუფს ზაგრები (ხორვატია), მონპელიე (საფრანგეთი), ბერლინი (გერმანია) და რიგა (ლატვია) მიიღებენ, ფინალური რაუნდის მატჩებს კი საფრანგეთის კიდევ ერთი ქალაქი ლილი უმასპინძლებს.
შეგახსენებთ, რომ ევრობასკეტ-2015-ს მასპინძლად უკრაინა გახლდათ დასახელებული, თუმცა, ცნობილი მიზეზების გამო, გადაწყვეტილება შეიცვალა და უკრაინელებს 2017 წლის ჩემპიონატი გადაულოცეს. ხსენებული ქვეყნების გარდა, ტურნირის მიღებაზე პრეტენზია
მომავალი ჩემპიონატი 2015 წლის 5-20 სექტემბერს შედგება და მასში საქართველოს ეროვნული ნაკრებიც ითამაშებს, რომელმაც შესარჩევ ციკლში ჯგუფი პირველი ადგილი დაიკავა.