ფეხბურთი

17:50 | 25.04.2014 | ნანახია [] - ჯერ

ევრო-2016-ის მატჩების განრიგი ცნობილია

ფეხბურთში ევროპის 2016 წლის ჩემპიონატის ფინალური ტურნირის განრიგი ცნობილია.

ტურნირს 10 ივნისს, შუა ევროპული დროით 21 საათზე, საფრანგეთის ნაკრები “სტად დე ფრანსზე” გახსნის, სადაც ევრო-2016-ის ფინალიც გაიმართება. ჯგუფური ეტაპის დანარჩენ შეხვედრებს ფრანგები მარსელსა და ლილში გამართავენ. ფინალი 10 ივლისს შედგება. მომავალ ტურნირზე პირველად ითამაშებს 24 გუნდი და 51 მატჩი ჩატარდება. 

ევროპის პირველობის მასპინძელი 10 ქალაქიდან, თითოეულში, მინიმუმ, ოთხი თამაში შედგება: სამი ჯგუფური ეტაპის, ხოლო ერთი – პლეი ოფის. 1/4-ფინალებიდან დაწყებული, შეხვედრებს უფრო მეტი ტევადობის სტადიონები უმასპინძლებენ. 1/8-ფინალში ჯგუფების 6 გამარჯვებული, მეორე ადგილზე გასული 6 ნაკრები და ჯგუფურ ეტაპზე საუკეთესო შედეგის მქონე 4 მესამეადგილოსანი ითამაშებენ. ტურნირის ბადე ისეა შედგენილი, რომ ერთ ჯგუფში მყოფი გუნდები, ერთმანეთს ფინალამდე არ შეხვდებიან.  

ევრო-2016-ის მატჩები, შუა ევროპული დროით 15, 18 და 21 საათზე დაიწყება, ხოლო ჯგუფური ეტაპის დასკვნითი შეხვედრები, სტარტს ერთი და იმავე დროს აიღებს. გუნდები ჯგუფური ეტაპის მატჩებს სხვადასხვა ქალაქებში ჩაატარებენ, რაც ადგილობრივ მაცხოვრებლებს, უფრო მეტი ნაკრების ხილვის საშუალებას მისცემს. გარდა ამისა, განრიგი ისეა შედგენილი, რომ საფრანგეთის ამა თუ იმ რეგიონში, იმავე დღეს, სხვა მატჩები არ ჩატარდება.

“სტად დე ფრანსზე”, 1998 წელს მსოფლიო ჩემპიონატის ფინალი შედგა, ხოლო 2006 წელს – ჩემპიონთა ლიგის. ევრო-2016-ის ნახევარფინალები მარსელში “ველოდრომსა” და ლიონში ახალ არენა “სტად დე ლიონზე” ჩატარდება.

თეგებიევრო-2016
0.110761