პარიზში ევროპის 2016 წლის ჩემპიონატის ლოგოტიპი წარმოადგინეს. იგი პორტუგალიური დიზაინერული სააგენტოს – Brandia Central-ის მიერაა შესრულებული და ლოგოტიპების შესარჩევი კონკურსის ორგანიზატორებმა რამდენიმე ნამუშევრისგან გამოარჩიეს, აქაოდა, ევროპირველობის დევიზს ყველაზე უკეთ შეესაბამებაო. აქვე დევიზიც: “საფეხბურთო ხელოვნების დღესასწაული”.
ევროპის მომავალი ჩემპიონატი საფრანგეთში 2016 წლის 10 ივნისს დაიწყება და ზუსტად ერთი თვე გაგრძელდება.