“მანჩესტერ იუნაიტედის” ოფიციალური ვებ-გვერდის ცნობით, კლუბმა მცველ პატრის ევრასთან კონტრაქტი გაახანგრძლივა. საფრანგეთის ნაკრების 33 წლის ფეხბურთელმა ახალ ხელშეკრულებას მოაწერა ხელი, რომლის თანახმადაც მანჩესტერში კიდევ ერთი სეზონი უნდა გაატაროს. “მანიუს” რიგებში ევრამ 2006 წლიდან მოყოლებული 379 თამაში ჩაატარა და 10 გოლი გაიტანა.
შეგახსენებთ, პატრის ევრა ამ ზაფხულს თავისუფალი აგენტი ხდებოდა და შეეძლო კარიერა სხვა კლუბში გაეგრძელებინა. მით უმეტეს, შეთავაზებებიც საკმაოდ ჰქონდა. ყველაზე მეტად “მონაკო”, “ინტერი” და “იუვენტუსი” აქტიურობდნენ, მაგრამ მას შემდეგ, რაც “მანჩესტერ იუნაიტედის” ახალმა მთავარმა მწვრთნელმა ლუი ვან გაალმა განაცხადა, რომ ევრას შენარჩუნება სურდა, ფეხბურთელს ბევრი აღარ უფიქრია.