ფეხბურთი

21:02 | 21.07.2014 | ნანახია [] - ჯერ

ევრა “ბებერი ქალბატონია”

 ტურინის “იუვენტუსის” ოფიციალური ვებგვერდის ცნობით 33 წლის ფრანგმა მცველმა პატრის ევრამ “ბიანკონერისთან” ორწლიანი კონტრაქტი გააფორმა. ჩრდილოიტალიელები ფრანგის ყოფილ კლუბს “მანჩესტერ იუნაიტედს” ეტაპობრივად 2.4 მილიონ ევროს გადაუხდიან.

თუკი “იუვენტუსი” ჩემპიონთა ლიგის საგზურს მოიპოვებს, ოლდ ტრაფორდელები “ბებერი ქალბატონისგან” დამატებით კიდევ 300 ათას ევროს მიიღებენ. გასულ პრემიერლიგაში ევრამ “მანჩესტერის” წითელი მაისურა 33 მატჩში მოირგო და ერთი გოლის გატანაც მოახერხა.

“ოლდ ტრაფორდი” დიდი ყოყმანის შემდეგ დავტოვე. საფეხბურთო კარიერის განმავლობაში ყველაზე რთული გადაწყვეტილების მიღება მომიხდა. “მანჩესტერ იუნაიტედი” ჩემ გულში სამუდამოდ დარჩება. ინგლისში თამაში ჩემთვის უდიდესი პატივი იყო”, - განაცხადა პატრისმა ტურინელებთან ხელშეკრულების ხელმოწერის შემდეგ.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 6
250 x 250
0.170271