თითქმის 3 თვე გავიდა მას შემდეგ, რაც „ევიანს“ საფრანგეთის ჩემპიონატში ბოლოს ჰქონდა მოგებული. 27-ე ტურის მატჩში, პასკალ დუპრაზის შეგირდებმა „ნანტს“ უმასპინძლეს და 10-მატჩიანი მოუგებელი სერია შეწყვიტეს.
ორივე გოლი მე-2 ტაიმში გავიდა. 61-ე წუთზე, ბარბოსამ სორლინის გრძელი გადაცემითა და მეკარესთან პირისპირ გასვლით იხეირა, ხოლო 78-ე წუთზე, ვასმა საჯარიმო დარტყმა კარგად შეასრულა.
ევიანი-ნანტი 2:0 (0:0)
ენსი, “პარკ დე სპორტსი” 8991
ევიანი (4-2-3-1): ჰანსენი, ვასი, მონგონგუ, ანგულა, საბალი, ბარბოსა (ბენეზე 79), კონე, სუგუ, სორლინი, ბერიგო, ტულიო დე მელო (რუბენი 46).
მწვრთნელი: პასკალ დუპრაზი.
ნანტი (4-2-3-1): რიუ, ალჰადური, ჯილობოჯი, ვისკარონდო, ვეინო, ტურე, დო (ვერეტო 78), ნიკოლიტა, ბედოია (შეხტერი 66), ოდელი (ბესა 39), არისტეგიეტა.
მწვრთნელი: მიშელ დერ ზაკარიანი.
გოლები: 1:0 ბარბოსა (61), 2:0 ვასი (78).
მსაჯი: ბართოლომო ვარელა.
ბურთის ფლობა: 53%-47%, დარტყმა: 6 (3)-7 (2), კუთხური: 5-2, თამაშგარე: 4-6, სეივი: 2-1, ჯარიმა: 10-12.