“ქუინზ პარკ რეინჯერსიდან” “ნიუკასლში” იჯარით მოთამაშე ფორვარდის – ლოიკ რემის შეძენა “ევერტონს” სურს. ბრიტანული მედიის ცნობით, მერსისაიდელები 27 წლის ფრანგის გადაბირებას სეზონის დასრულებისთანავე ეცდებიან.
ლივერპულელები რემის რომელუ ლუკაკუს შემცვლელად განიხილავენ. მოგეხსენებათ, ბელგიელი “ევერტონში” იჯარით თამაშობს და ზაფხულიდან ლონდონის “ჩელსის” დაუბრუნდება. რამდენადაც ცნობილია, მერსისაიდელები ფრანგის სანაცვლოდ 10.5 მილიონ გირვანქა სტერლინგს იხდიან.
ინგლისის პრემიერლიგის მიმდინარე სეზონში, რემის ანგარიშზე 13 გოლი და 2 საგოლე პასია.