ფეხბურთი

17:17 | 24.04.2014 | ნანახია [] - ჯერ

“ევერტონს” დისტენი დააკლდა

ლივერპულის “ევერტონის” მცველი სილვენ დისტენი დიდი ალბათობით სეზონის დარჩენილ ნაწილს გამოტოვებს.

Sky Sports-ის ცნობით, 36 წლის ცენტრალურმა მცველმა “მანჩესტერ იუნაიტედთან” 2:0 მოგებულ შეხვედრაში მუხლქვეშა მყესები დაიზიანა. ჯერჯერობით კლუბში განმარტებას არ იძლევიან და სამედიცინო დასკვნას ელოდებიან, რომელიც უახლოეს 48 საათში გახდება ცნობილი.

გამოცდილი დისტენის დაკარგვა, რომელმაც ინგლისის პრემიერლიგის მიმდინარე სეზონის 32 მატჩში მიიღო მონაწილეობა, გუნდის მთავარ მწვრთნელ რობერტო მარტინესს სერიოზულ თავსატეხს გაუჩენს. მოცემული მომენტისთვის “ევერტონი” 69 ქულით მე-5-ე ადგილზეა და ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის იბრძვის. ის “არსენალს” მხოლოდ ქულით ჩამორჩება.

ამ ეტაპზე დანამდვილებით შეიძლება იმის თქმა, რომ ვეტერანი “საუთჰემპტონის” წინააღმდეგ ვერ ითამაშებს, დანარჩენი კი, მოგვიანებით გაირკვევა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.091691