“მონაკოს” კოტ დ’ივუარელი თავდამსხმელი ლასინა ტრაორე, მიმდინარე სეზონის ბოლომდე, “ევერტონში” ითამაშებს. ინფორმაცია ინგლისურმა კლუბმა ოფიციალურად დაადასტურა.
“მონაკომ” ტრაორე მიმდინარე თვის დასაწყისში, “ანჟიდან” იყიდა და მისი დაუყოვნებლივ განათხოვრება გადაწყვიტა. აქამდეც ცნობილი იყო, რომ 23 წლის შემტევი “ევერტონთან” შეთანხმებული იყო, მაგრამ პრობლემას ინგლისში მუშაობის უფლების მოპოვება ქმნიდა. დღეს გაირკვა, რომ ტრაორემ მუშაობის უფლება მიიღო და ის სეზონის ბოლომდე “ევერტონისთვის” შეუტევს.