ფეხბურთი

2:17 | 11.07.2013 | ნანახია [] - ჯერ

“ევერტონმა” დეულოფეუ არენდით აიყვანა

19 წლის კატალონიელი შემტევი ჟერარ დეულოფეუ, მომდევნო სეზონში, ინგლისურ “ევერტონში” ითამაშებს. ლივერპულელებმა და “ბარსელონამ” ტრანსფერი ოფიციალურად დაადასტურეს.

“ბარსელონა” რომ დეულოფეუს არენდით გაშვებას აპირებდა, ეს სიახლე არ ყოფილა. ცნობილი იყო, რომ კატალონიელებს ფეხბურთელის ისეთ გუნდში განათხოვრება სურდათ, რომელიც ჩემპიონთა ლიგაზე ითამაშებდა. ამის გათვალისწინებით, ევროტურნირებს მიღმა დარჩენილ “ევერტონზე” არჩევანის შეჩერება მოულოდნელია. სავარაუდოდ, ერთ-ერთი გადამწყვეტი ფაქტორი ისაა, რომ ინგლისურ კლუბს კატალონიელი რობერტო მარტინესი წვრთნის.

გასულ სეზონში, ჟერარ დეულოფეუ “ბარსელონა ბ”-ს ლიდერი იყო. ლიგა ადელანტეში ჩატარებულ 33 თამაშში მან 18 გოლი გაიტანა

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.11398