ფეხბურთი

23:47 | 1.10.2014 | ნანახია NaN - ჯერ

ევერტონი მირალაშს მოისაკლისებს

პრემიერლიგის გასულ ტურში მერსისაიდულ დერბიში “ევერტონის” ბელგიელი მოთამაშე კევინ მირალაში დაშავდა. ტრავმირებული ფეხბურთელი ხუთშაბათს ევროპალიგის გათამაშებაში “კრასნოდართან” შეხვედრაში ვერ დაეხმარება გუნდს. ამ თემაზე მცირე კომენტარი გააკეთა “ევერტონის” ესპანელმა მთავარმა მწვრთნელმა რობერტო მარტინესმა.

“48 საათში გვეცოდინება ზუსტი დიაგნოზი, აქედან გამომდინარე განვსაზღვრავთ თუ რა დრო დასჭირდება მოთამაშის მოედანზე დაბრუნებას” – აღნიშნა “ევერტონის” თავკაცმა.

მირალაშის გარდა კრასნოდარში გუნდს არ გაჰყოლია ჯეიმს მაკარტი და სიმუს კოულმენი. მათაც ტრავმები აწუხებთ.

დიმა შარიქაძე

0.124373