ლივერპულის “ევერტონი” მარცხენაფლანგელ ლეიტონ ბეინსს ახალ კონტრაქტს შესთავაზებს. Sky Sports-ის ცნობით, “მანჩესტერ იუნაიტედის” თავკაც დევიდ მოიესს ყოფილი შეგირდის “ოლდ ტრაფორდზე” წაყვანა სურს და ამიტომაცაა, მერსისაიდელები მცველისთვის კონტრაქტის გახანგრძლივებას რომ ჩქარობენ.
“ბეინსი ფეხბურთელთა იმ კატეგორიას მიეკუთვნება, რომელთაც “ევერტონს” დიდი დახმარება გაუწიეს. მოიესს უკვე ვუთხარით, რომ ბეინსის წასაყვანად არც კი შეგვეხმიანოს”, - ნათქვამია “ევერტონის” ხელმძღვანელთა განცხადებაში.
ინგლისის პრემიერლიგის გასულ სეზონში, ბეინსმა 38 მატჩი ჩაატარა და 5 გოლი მიითვალა.