ლივერპულის “ევერტონი” “მანჩესტერ იუნაიტედს” მარუან ფელაინისა და ლეიტონ ბეინსს არაფრით უთმობს. The Guardian-ის ცნობით, მერსისაიდელებმა “წითელი ეშმაკების” 36 მილიონ გირვანქა სტერლინგიანი წინადადებაც უარყვეს.
შესაძლოა, ეს სულაც არ ნიშნავდეს იმას, რომ “ევერტონს” ფეხბურთელების გაყიდვა არ სურს. ბრიტანული მედიასაშუალებები ვარაუდობენ, რომ ამ გზით, ლივერპულელები ბეინსსა და ფელაინის სატრანსფერო ფასს უზრდიან.
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე კვირის წინათ, “მანჩესტერმა” “ევერტონს” ბელგიელისა და ინგლისელის სანაცვლოდ 28 მილიონი გირვანქა სტერლინგი შესთავაზა.