მოსკოვის ცსკა-ს მთავარმა მწვრთნელმა ეტორე მესინამ, თანხმობა განაცხადა თურქეთის საკალათბურთო ნაკრების ჩაბარებაზე, - იტყობინება ჟურნალისტი დევიდ პიკი.
მთავარი მწვრთნელის პოსტზე მესინა უახლოეს პერიოდში იქნება დამტკიცებული და დაუყოვნებლივ შეუდგება თურქეთის ეროვნული ნაკრების მზადებას 2013 წლის ევროპის ჩემპიონატისთვის. შეგახსენებთ, რომ სექტემბერში სლოვენიაში გასამართ ევრობასკეტზე, ისინი D ჯგუფში იმყოფებიან და მათი მეტოქეები შვედეთი, იტალია, რუსეთი, საბერძნეთი და ფინეთი იქნებიან.