“მსოფლიო სპორტი” უკვე წერდა, რომ მახაჩყალის “ანჟის” მფლობელი სულეიმან კერიმოვი სტრატეგიას ცვლის, ადგილობრივ მოთამაშეებზე აკეთებს აქცენტს და ახლანდელი ვარსკვლავების გაყიდვას აპირებს. მათ შორისაა სამუელ ეტო’ოც. London Evening Standard-ის ცნობით, კამერუნელით ჟოზე მოურინიო დაინტერესებულა და მისი “ჩელსიში” ხილვა სურს. შეგახსენებთ, რომ მოურინიოს ეტო’ოსთან მილანის “ინტერში” უმუშავია. “ჩელსის” გარდა კამერუნელით “მანჩესტერ იუნაიტედი”, “ტოტენჰემი” და “არსენალი” დაინტერესებულან და უახლოეს დღეებში მოლაპარაკებებში ჩართვას აპირებენ.