ფეხბურთი

15:25 | 1.11.2013 | ნანახია [] - ჯერ

ეტოოს ყველა ტურნირში გამარჯვება სურს

ლონდონის ,,ჩელსის’’ თავდამსხმელი სამუელ ეტოო ოთხივე ტურნირში, სადაც მისი გუნდი გამოდის, გამარჯვებას გეგმავს. ,,სკაი სპორტისთვის’’ მიცემულ ინტერვიუში კამერუნელმა ფეხბურთელმა ,,ჩელსის’’ მიზნებსა და სხვა თემებზე ისაუბრა.

,,ბედნიერი ვარ, მე ხომ მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო გუნდში ვთამაშობ. ვფიქრობ, შესაძლებელია პირველივე ლონდონურ სეზონში კლუბთან ერთად  ოთხივე ტურნირში გამარჯვება მოვიპოვო. ჩვენს მიზანს მხოლოდ გამარჯვებები წარმოადგენს,  თუმცა ფეხბურთი ძალიან შეიცვალა, წინასწარ ვერაფერს გათვლი. თანამედროვე ფეხბურთში, შესაძლოა, ოთხი ბურთის სხვაობით იგებდე, თუმცა მსაჯის საფინალო სასტვენამდე ხუთი გოლი გაგიტანონ და დამარცხდე.’’

,,ჩემპიონთა ლიგის ბოლო ორ შეხვედრაში ქულათა მაქსიმუმი მოვიპოვეთ და თავდაჯერებელნი ვართ, თუმცა ეს არ გვაძლევს მოდუნების უფლებას. გააზრებული გვაქვს, რომ ფავორიტი არ არსებობს, დღეს გამარჯვება ყველა გუნდს ძალუძს. რაღაც მომენტში, შესაძლოა, სივრცეები დაუცველი დაგრჩეს და მოწინააღმდეგემ შენი უყურადღებობით ისარგებლოს’’.

ეტოო “ჩელსიში” ზაფხულის  სატრანსფერო ფანჯრის დროს მახაჩყალის ,,ანჟიდან’’ გადაბარგდა. ლონდონელთა შემადგენლობაში ჩატარებულ 9 შეხვედრაში, მის აქტივში, 1 გოლი და 5 საგოლე გადაცემაა.

 

თეგებიჩელსიეტოო
სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.11861