ლონდონის "ჩელსის" და კამერუნის ეროვნული ნაკრების თავდამსხმელ სამუელ ეტოოს "რომა" ეპატიჟება. ბრიტანული მედიის ინფორმაციით, იტალიელები კამერუნელ ფეხბურთელს ორწლიან კონტრაქტს და წელიწადში ხელფასის სახით 3.5 მილიონ ევროს სთავაზობენ.
33 წლის ფორვარდს ლონდონელებთა კონტრაქტი მიმდინარე წლის 30 ივნისს ეწურება და თავისუფალი აგენტი ხდება. როგორც ჩანს, იტალიელებს კამერუნელის ხელში ჩაგდება უფასოდ სურთ. ჯერჯერობით უცნობია, თუ რამდენად ხიბლავს ეტოოს იტალიური ვარიანტი.
გასულ სეზონში სამუელ ეტოომ ყველა ტურნირზე 41 შეხვედრა ჩაატარა და 14 გოლთან ერთად 7 საგოლე გადაცემაც შეასრულა.
გიორგი ბალახაძე