ფეხბურთი

14:12 | 5.02.2014 | ნანახია [] - ჯერ

ეტო’ოს პრემიერლიგის მოგება სურს

ლონდონის “ჩელსის” ფორვარდ სამუელ ეტო’ოს ინგლისის პრემიერლიგის მიმდინარე სეზონში პირველი ადგილი სურს. ვეტერან კამერუნელს პრემიერლიგის ჩემპიონობა სრულყოფილი კარიერისთვის უნდა.

“ესპანეთში ვთამაშობდი და თანაგუნდელებთან ერთად ქვეყნის ჩემპიონი რამდენჯერმე გავხდი. იტალიაშიც ვითამაშე და ჩემპიონობა იქაც მოვიპოვე. იმედია, ინგლისურ სეზონსაც ტიტულით დავასრულებ. შემდეგ უკვე ვიტყვი, რომ სრულყოფილი კარიერა მქონდა”, - უთხრა აფრიკელმა ინგლისელ ჟურნალისტებს.

შეგახსენებთ, რომ ეტო’ომ ესპანეთისა და იტალიის ჩემპიონატები “ბარსელონასთან” და “ინტერთან” ერთად მოიგო.

 

0.116253